ბრიტანული

ბრიტანული


შეფერილობა: კრემისფერი, შოკოლადისფერი, ცისფერი, მოწითალო, ლილისფერი. სახეზე, თათებზე, კუდზე და ყურებზე კონტრასტული ფერის ლაქები.
ბეწვი: მოკლე.
ზომა: საშუალო.
ზოგადი დახასიათება: მრგვალი სახე, განიერი მხრები და მომცრო ფეხები. პატარა ყურები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულია. სწორი და მოკლე ცხვირი. კანის ფერი შეესაბამება ბეწვის შეფერილობას. მრგვალი ფორმის ცისფერი თვალები. წონა აღწევს 4-8 კილოგრამს.  ეს ჯიში გაჩნდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, დიდ პრიტანეთში კი აღიარება ჰპოვა 1991 წელს.

 

 

ეგვიპტური მაუ

ეგვიპტური მაუ


შეფერილობა: ვერცხლისფერი, შავი, კვამლისფერი, ბრინჯაოსფერი.
ბეწვი: მოკლე, ფუმფულა.
ზომა: საშუალო.
ზოგადი დახასიათება: მრგვალი თავი საოცრად დიდი მწვანე თვალებით, დიდი წაწვეტებული ყურები,  წვრილი, კოხტა და ოვალური თათები, საშუალო სიგრძის კუდი. ეგვიპტური მაუ მეგობრული  და ალერსიანია.
დამატებითი ინფორმაცია: სახელწოდება "მაუ" წარმოშობილია ეგვიპტური სიტყვისგან, რაც ქართულად ნიშნავს "კატას".

 

 

 

სიამისიამის


შეფერილობა: კრემისფერი, თეთრი, ცისფერი, ღია შოკოლადისფერი.
ბეწვი: მოკლე.
ზომა: საშუალო.
ზოგადი დახასიათება: ტანადი, გრძელი ფეხები, სამკუთხა ფორმის თავი, ცისფერი თვალები, დიდი კონუსისებური ყურები და გრძელი კუდი. სიამის კატა ჭკვიანი, ცნობისმოყვარე და მომთხოვნია.

 

 

 

სფინქსისფინქსი


შეფერილობა: ფართო ფერთა გამა.
ბეწვი: არ აქვს.
კანი: რბილი, ნატის მსგავსი.
ზომა: საშუალო.
ზოგადი დახასიათება: კანის ფერის შესატყვისი თვალის ფერი, ძალიან დიდი მომრგვალებული ყურები, ტანზე და თავზე კანი აქვს დანაოჭებული. ეს დელიკატური არსებები არ სარგებლობენ დიდი სიყვარულით, თუმცა ისინი საკმად ნაზები არიან და ადამიანისგან დიდ ყურადღებას მოითხოვენ.

 

 

ბენგალურიბენგალური


შეფერილობა: ყავისფერი, შავი, თეთრი. ტანი დაფარული აქვს ლაქებით ან ზოლებით.
ბეწვი: საშუალო ან მოკლე.
ზომა: საშუალო.
ზოგადი დახასიათება: ბენგალურ კატებს უყვართ თამაში, არიან საზრიანები. მონადირის გარეგნობის მიუხედავად ძალიან უყვართ ადამიანებთან ურთერთობა. ისინი მღრღნელების ბრწყინვალე გამანადგურებლები არიან და ამიტომ ფერმერებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

 

 

 

სინგაპურულისინგაპურული


შეფერილობა: სპილოს ძვლის ფერი. თმის ძირი უფრო ღია ფერისაა ვიდრე ზედაპირი.
ბეწვი: მოკლე, გადატკეცილი, ატლასივით კრიალა.
ზომა: ეს კატა ყველაზე პატარაა მსოფლიოში. ხშრად მათი წონა არ აღემატება 2,7 კილოგრამს.
ზოგადი დახასიათება: დიდი ნუშისებრი თვალები, პატარა კუდი, წაწვეტებული ყურები, თათების ბალიშები – ყავისფერი .  სინგაპურული კატა კოხტა, ძალიან ხალისიანი, მოძრავი, დამჯერი, სასაცილო, ბავშვების საყვარელი არსებაა.