"ცოტა ხნის წინ ჩემი შვილი იყო ფისოების თავშესაფარში. დიდხანს თვალებგაბრწყინებული ყვებოდა, როგორ უვლიან იქ…
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
"ცოტა ხნის წინ ჩემი შვილი იყო ფისოების თავშესაფარში. დიდხანს თვალებგაბრწყინებული ყვებოდა, როგორ უვლიან იქ ფისოებს, როგორ უყვართ, როგორი სისუფთავეა... და ეს ყველაფერი მხოლოდ ენთუზიაზმით და ცარიელი ხელებით კეთდება. გუშინ მე ვიყავი მუნიციპალურში და მთელი ღამე არ მძინებია, დახურულ პტარა ოთახებში სხედან გაუბედურებული ფისოები, უამრავი პაწაწინა კნუტია, დაჩირქებული თვალებით სხედან და სიკვდილს ელოდებიან. მოფერებაზეც კი არ რეაგირებდნენ საცოდავები. და ეს იქ, სადაც ამხელა დაფინანსეებაა. სად მიდის ამ საცოდავებისთვის გამოყოფილი ფული, განა რა ჯდება ოცი საწყალი კნუტის თვალის წვეთები, ან ავადმყოფების იზოლაცია მაინც, რომ დანარჩენები გადარჩნენ. შეძრწუნებული ვარ. იქნებ რაღაცით შევძლოთ იმ პატარების გადარჩენა. იხოცებიან."
Tamuna Esitashvili