ქარ Donate

Stories · 2016

დღეს სასიხარულო დღეა თავშესაფარში 📢 ჩვენი გმირი დედა კატა რომელმაც 8 კნუტი დაბადა და კიდევ რამდენიმე ობოლი…

This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.

დღეს სასიხარულო დღეა თავშესაფარში 📢 ჩვენი გმირი დედა კატა რომელმაც 8 კნუტი დაბადა და კიდევ რამდენიმე ობოლი გამოზარდა,იშვილეს )) ლელიმ წაიყვანა ჯერ დასასვენებლად რაჭაში,შემდეგ კი თბილისში გააგრძელებს თანაცხოვრებას,რადგან მიხვდა ვერ შეელეოდა ამ საოცრებას და ვერ დაუტოვებდა ბებიას 💓 ჩვენი ბინადარი უკვე სტერილურია, მისი ისტორია კი ასეთია- მარტში იულიამ შემოგვიყვანა გაბერილი მუცლით ბოლო კვირებში იყო, სამწუხაროდ მანამდე სასტიკ და ცხოველისთვის სრულიად შეუფერებელ პირობებში ცხოვრობდა ყოფილ ''პატრონთან''. გართულების ფონზე საკეისრო დაჭირდა,8 კნუტი ამოიყვანეს,რომლებიც სასიკვდილოდ იყვნენ განწირულები დაბადებისთანავე,ჩვენთან რომ არ აღმოჩენილიყო. მას მერე იჯდა თავის გალიაში და მშვიდი მოთმინებით ელოდა ბედს,რომელმაც საბოლოოდ მოაკითხა ))
დიდ ფისოებსაც ჭირდებათ მხარდაჭერა,მითუმეტეს რომ ჩვენთან ისინი ადამიანზე მიჩვეული (დამოკიდებული) და ასე ტკბილები არიან 🍓🐾 შეგვეხმიანეთ

62 reactions6 comments8 shares View on Facebook →