ქარ Donate

Stories · 2016

გამარჯობა მეგობრებო. ამ ივლისს ჩვენ სახელდახელო თაშესაფარს ერთი წელი შეუსრულდა. ერთი წელია თავდაუზოგავად…

This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.

გამარჯობა მეგობრებო. ამ ივლისს ჩვენ სახელდახელო თაშესაფარს ერთი წელი შეუსრულდა. ერთი წელია თავდაუზოგავად ვშრომობთ და თქვენი დახმარებით ვზრუნავთ მიუსაფარ ფისოებზე. ეს ნამდვილად პრეცენდენტი იყო,ჩვენ 0დან დავიწყეთ და მივაღწიეთ იმას რომ ძალიან ბევრი ფისო გადარჩა,დაბინავდა,გასტერილდა, კიდევ უფრო მეტის გადარჩენა მოხერხდებოდა,დამხმარე ადამიანები რომ გვყოლოდნენ,სტაბილური დაფინანსება და ტერიტორი გვქონოდა. მაგრამ აღარ ვჩივით,რადგან რაც გაკეთდა ისიც შვება იყო საქართველოს პირობებში,საზოგადოების 80%-ის გულგრილობის და ხშირად აგრესიის ფონზე. ორი რამ გვამხნევებდა ამ ხნის მანძილზე,ჩვენი ბინადრები და თქვენი მხარდაჭერა.
აგვისტოს ბოლოს ჩვენ ვცლით ფართს. ასე მოგვიწია. თავიდანვე ვიცოდით და ვწერდით კიდეც რომ ეს დროებითი ადგილი იყო რომელიც დაგვითმო უცხოელმა ბიზნესმენმა,სრულიად უსასყიდლოდ და ქართველმა მოსახლეებმა კი იმდენი ქნეს რომ გვასახლებენ )) ირონიაა არა ? ქვეყანაში სადაც მიუსაფარ ცხოველზე ზრუნვას ფანატიზმად აღიქვამენ,ძნელია მოღვაწეობა.
ჩვენი ორგანიზაცია არ ნებდება. უბრალოდ დროებით აღარ იარსებებს თავშესაფარი.. სანამ არ ჩამოვყალიბდებით რას როგორ ვაგრძელებთ. ამას დრო უნდა,გონების მოკრება და ისევ დიდი შრომა უნდა. რათქმაუნდა არსებობას განაგრძობს ჩვენი გვერდი და ჯგუფი 'ფისომოყვარულთა კლუბი'. შეძლებისდაგვარად გაგრძელდება სტერილიზაციები, ფისოების დახმარება,გაჩუქება.
მეგობრებო, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რაც გვაღელვებს არის ჩვენი დარჩენილი ფისოების დაბინავება,ეს არის 15 კატა და 8 კნუტი. ყველა თქვენი და ჩვენი გადარჩენილია,ქუჩაში ვერ იცოცხლებენ,რამდენიმე მათგანი ზუსტად ერთი წელია რაც ჩვენთან ცხოვრობს,ანუ აქ გაიზარდნენ (( ძალიან გთხოვთ,გაიკითხეთ,გააზიარეთ გასაჩუქებელი ბინადრების პოსტები,დაგვეხმარეთ. რომ ღირსეულად დავასრულოთ ეს ეტაპი. ორი ბენეფიცარი იოსებიძის ქუჩის ბრმა კნუტია.. ბოლომდე დავდგეთ ერთად და დავამტკიცოთ რომ დიდ ძალისხმევას და ბრძოლას აქვს აზრი.

72 reactions16 comments84 shares View on Facebook →