მოგესალმებით მეგობრებო. ძალიან გთხოვთ წაიკითხეთ და გაავრცელეთ. ესენი იოსებიძის კნუტები არიან,…
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
მოგესალმებით მეგობრებო. ძალიან გთხოვთ წაიკითხეთ და გაავრცელეთ. ესენი იოსებიძის კნუტები არიან, თვალებდაჩირქებულები რომ შეიფარა თათიამ და ვუმკურნალეთ. ძალიან მტკივნეულ ოპერაციებს გადარნენ, მართალია მხედველობა არ შეუნარჩუნდათ მაგრამ სიცოცხლე შეუნარჩუნდათ და ნამდვილი კნუტიკოები არიან ყველა თვისებით ! უსინათლო ადამიანებს აძინებენ ? განა ეს იყო მიზეზი რომ არ ეცოცხლათ ? თამამად შემიძლია ვთქვა რომ სრულყოფილი კნუტები არიან, სუფთები, მოთამაშეები და სასაცილოები. კრუტუნით რომ გავსებენ და სითბოთი. ქუჩაში ვერ დაბრუნდებიან უბრალოდ. სახლი ჭირდებათ. შემფარებელი მიდის ქალაქიდან და ვეღარ დავტოვებთ. დიდი მადლობა მათ ამდენი ამაგისთვის. დიდი მადლობა თქვენ ფინანსური მხარდაჭერისთვის და ძალიან გთხოვთ, ბოლომდე მივიყვანოთ ეს ისტორია. ორივე ბიჭია 3 თვის. ჯოჯოხეთი უკვე გამოიარეს და ახლა ოჯახი ჭირდებათ. გაავრცელეთ - ვეძებთ მუდმივ პატრონს ან ახალ შემფარებელს. 593330988
Share