ქარ Donate

Stories · 2016

გვინდა გაგაცნოთ სერგი - 7 თვის ფისო ლამინატის ცეხიდან. სერგის ისტორია, სტანდარტული ქუჩის ფისოს ისტორიაა…

RescueSterilization

This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.

გვინდა გაგაცნოთ სერგი - 7 თვის ფისო ლამინატის ცეხიდან. სერგის ისტორია, სტანდარტული ქუჩის ფისოს ისტორიაა ერთი განსხვავებით - ორჯერ უკვე გადაურჩა ბორბლებს ცოცხალი. ბოლო ინციდენტი მენჯის მოტეხილობით დასრულდა. ფისო ვერც დადიოდა,მძიმედ იყო მაგრამ ნელ-ნელა ქალბატონი თაკოს დახმარებით გამოკეთდა. თაკო მასზე ზრუნავს და ძალიან განიცდის კარზე მომდგარ ყინვებს თუ იმავე საფრთხეს - უზარმაზარ ბორბებს რომლებიც მუდმივად მოძრაობენ ტერიტორიაზე. სერგი ჭკვიანი ბიჭია, ექიმთან გზაზე ხმა არ ამოუღია, წყნარად გადავუღეთ რენტგენი და ვნახეთ ტრავმა რომელიც უკვე განვლილი ეტაპია. უყვარს ადამიანის ფეხებზე გაწოლა და იქ წყნარად ჯდომა. დაიკოც ყავს და ერთმანეთს ათბობენ საღამოობით. თუ ვინმე შეძლებს ამ ფისოების დახმარებას სახლში წაყვანით ძალიან კარგ საქმეს გავაკეთებდით. კასტრაცია სტერილიზაცია კი ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ გთხოვთ დახმარებას - შემოწირულობის შემთხვევაში მიუთითეთ ''სერგი'' . აყვანის მსურველებმა მოგვწერეთ.
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
ს/კ: 400150322
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი -BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: GE60BG0000000786573700 /GEL
Emoney 384 031 379 davit margishvili
https://www.unipay.com/services/catclub

29 reactions1 comments10 shares View on Facebook →