ქარ Donate

Stories · 2016

მეგობრებო გთხოვთ წაიკითხოთ ტექსტი. ძალიან ვიწვალეთ ამ ფისოს გამოჯანმრთელებაზე და ახლა ვეძებთ ოჯახს მისთვის.…

This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.

‼️ მეგობრებო გთხოვთ წაიკითხოთ ტექსტი. ძალიან ვიწვალეთ ამ ფისოს გამოჯანმრთელებაზე და ახლა ვეძებთ ოჯახს მისთვის. ბენიტო.
"დღემშვიდობის ,მეგობრებო ! ☀️
ერთი განსაკუთრებული ფისოსთვის ვეძებთ პატრონს , მისტერ ბენო
( ბენიტო ) სიფუმფულე და უდინჯესობისთვის , რომელზედაც არ ვაჭარბებ - მზე და მთვარე ამომდის ,მისივე უნიკალური ხასიათის გამო <3 მან ბევრი გასაჭირი გამოიარა და კეთილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა იმ საშინელ ვირუსს, რომელმაც მასიურად იმსხვერპლა უსახლკარო ფისოები...ამ ეტაპზე, სრულად გამოჯანმრთელებული და თუხთუხა ენერგიით სავსე , პატრონს საჭიროებს, რომ ამ ჩატარებულ ღონისძიებებს და მის გადარჩენას სრულფასოვანი აზრი ჰქონდეს. თუ გარეთ აღმოჩნდა ,ისევ დიდი შანსი იქნება მისი დაინფიცირების.
სასურველია საკუთარი სახლი ჰქონდეს მომავალ პატრონს , ეზოიანი,სადაც როგორც თევზი წყალში, ისე იგრძნობს თავს. მაგრამ გულწრფელად ვამბობ,ისეთი ზნის ფისოა, ნებისმიერს შეაყვარებს თავს, ძაღლივითაა - უსაზღვროდ მოსიყვარულე ,დინჯი და ენერგიული , უპრეტენზიო არსება , ადამიანებზე "მოწებებული".
საუკეთესო მეგობარი იქნება მარტოხელა ადამიანებისთვისაც და ღირსეული წევრი ბავშვებიანი დიდი ოჯახებისთვის .
გთხოვთ, გაავრცელოთ და მომეხმაროთ კარგი პატრონის მოძებნაში .
პ.ს. ბოლოსდაბოლოს " რასაც შენ ეძებ, ის (შენვე) გეძებს " ( What you're seeking, is seeking you ) და ვინ იცის რომელიმე თქვენგანს , ჩვენგანს,ჩვენიანს ჰქონდეს ერთგული მეგობრის შეძენის დიდი სურვილი" 💕🐾

63 reactions5 comments17 shares View on Facebook →