გამარჯობა მეგობრებო. გვინდა გაგახსენოთ იოსებიძის ქუჩის ფისოები,რომლებიც ზაფხულის პერიოდიდან შეფარებულები…
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
გამარჯობა მეგობრებო. გვინდა გაგახსენოთ იოსებიძის ქუჩის ფისოები,რომლებიც ზაფხულის პერიოდიდან შეფარებულები არიან. 2016 წლის ივნისში,თათია ხუციშვილმა და მისმა მეგობრებმა შეიფარეს ორი ყველაზე მძიმედ მყოფი კნუტი იოსებიძის ქუჩიდან (ადგილზე იყო 16მდე კნუტი) ყველას ქონდა პრობლემა თვალებზე და ჩვენც სხვა მოხალისეებთან ერთად შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდით გამოჯანმრთელებაში. სახლში წამოყვანილ ორ ფისოს ჩაუტარდა მკურნალობის სრული კურსი. ცოცხლები გადაურჩნენ იმ საშინელ ვირუსს თუმცა მხედველობის შენარჩუნება უკვე დაგვიანებული იყო. უღრმესი მადლობა ვეტერინარ პაატა ჩხეიძეს გულისხმიერი დახმარებისთვის ! მესამე ფისოს რომელიც კლინიკაში დაიტოვეს და ერთი თვალი დაკარგა მხოლოდ, ასევე გადასარევად გრძნობს თავს.
4 თვეა რაც იოსებიზელები ქალბატონ მანანას ყავს შეფარებული უანგაროდ. ამ ხნის განმავლობაში მათ გაუკეთდათ კასტრაცია,ვუმკურნალეთ კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე. პატარები ძალიან ლაღად გრძნობენ თავს რისთვისაც დიდი მადლობა ქალბატონ მანანას. მხოლოდ ერთ რამეში უნდა შევუწყოთ ხელი რომ ჩვენი იოსებიძელები და დანარჩენი მიუსაფარი ფისოები,რომელთაც კვებავს მანანა,მშივრები არ დარჩნენ ამ სიცივის ჟამს.
იოსებიძელებს სახელებიც აქვთ უკვე - ქევინი და მარიო ))
ვისაც გექნებათ დახმარების სურვილი მიუთითეთ > იოსებიძელი კნუტები. თითო ლარი საქმეა 🐾
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
ს/კ: 400150322
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი -BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: GE60BG0000000786573700 /GEL
Emoney 384 031 379 davit margishvili
https://www.unipay.com/services/catclub