მეგობრებო კარგი ამბავი გვაქვს ! კანდელაკის კნუტებიდან ერთერთი იშვილეს და დღეს ემოციური გაცილება ქონდა…
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
მეგობრებო კარგი ამბავი გვაქვს ! კანდელაკის კნუტებიდან ერთერთი იშვილეს და დღეს ემოციური გაცილება ქონდა შემფარებელს,82 წლის ქალბატონ ვალიას, რომელიც 15მდე კატას უვლის და კვებავს ყოველ დღე. კნუტებიც და მათი დედიკოც მძიმედ იყვნენ 10 დღის წინ, ჩვენი წევრი ბელა მაღრაძე ყოველ დღე აკითხავდა და საჭირო პროცედურებს უტარებდა პაციენტებს, თქვენი დახმარებით გახდა შესაძლებელი ის რომ სამივე დღეს უკეთ არიან (დედას კატას ჭირდება კიდევ დრო გამოჯანმრთელებისთვის)
მეგობრებო შეგახსენებთ რომ ვალიას კატების ნაწილი გასტერილდა შარშან,ცხოველთა დამცველის თინათინ ჭავჭანიძის დახმარებით.წინ კიდევ სამი სტერილიზაცია გვაქვს, ყველას შეუძლია თანამონაწილე გახდეს თუნდაც ერთი ლარის გაღებით.. თორემ მდგომარეობა ნამდვილად გაუსაძლისი გახდება პენსიონერი ქალბატონისთვის არაკეთილგანწყობილი სამეზობლოს გამო.უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით ამ თემას და დავწერთ. მანამდე კი წარმატებები ჩვენ პატარა ბენეფიციარებს 💕