არსებობს კატების ორი კატ'ეგორია : ისინი რომლებზეც განიცდი და ისინი რომლებიც კვალს ტოვებენ შენ ცხოვრებაში..…
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
არსებობს კატების ორი კატ'ეგორია : ისინი რომლებზეც განიცდი და ისინი რომლებიც კვალს ტოვებენ შენ ცხოვრებაში.. შოკო იყო მეორე კატეგორიის კაშკაშა წარმომადგენელი.. ეს იყო ბრძოლის, სირთულეების გადალახვის,სიყვარულის და სიცოცხლის ხალისის მაგალითი.
კატა მეგობარი, კატა ენერგია და სითბო. ბევრჯერ გაუმართლა, ბევრჯერ გადარჩა სიკვდილს კნუტობის ასაკიდან, გადაიტანა 7 ოპერაცია.მუდმივი დაკვირვების ქვეშ იყო როგორც ჩვენი,ისე ვეტერინარების მხრიდან,გვეგონა რომ შოკოს სიცოცხლის წყარო ულევი იყო მაგრამ შევცდით, წავიდა, ზუსტად ერთი წლის თავზე. ისედაც იმუნიტეტ დასუსტებული საშინელ ვირუსს ვეღარ გადაურჩა.
ბოლო პერიოდში მოუკლო ჭამას,აქტიურობას მიუხედავად იმისა რომ ყველაფერს ვუკეთებდით,კნუტობის ტრავმამ და შემდეგ შარდ-კენჭოვანი დაავადებისკენ მიდრეკილებამ თავისი გაიტანა და წაგვართვა 😞
უკვე გვენატრება ჩვენი მოლაპარაკე მეგობარი. გვიყვარხარ და გვაპატიე თუ რამე დაგვაკლდა შენთვის..
მადლობა ყველას ვინც ამ ხნის მანძილზე გვეხმარებოდა შოკოსთვის სიცოცხლის შენარჩუნებაში. 🌈🐾
Mariam Chkhikvishvili Tinatin Cheishvili