ქარ Donate

Stories · 2017

ჩაიარა თბილისობამ და ფისომოყვარულთა კლუბის აქციამ "იჩუქე და იზრუნე". ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ რომ 90%…

Looking for a home

This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.

ჩაიარა თბილისობამ და ფისომოყვარულთა კლუბის აქციამ "იჩუქე და იზრუნე". ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ რომ 90% პოზიტივი სუფევდა ფისოების გარშემო. იყო სიხარული და რათქმაუნდა იყო ცრემლიც.ბავშვებს სიგიჟემდე უნდოდათ ფისოების შეხება, მოფერება.ზოგისთვის ეს დაშვებული იყო,ზოგს კი ეკრძალებოდა.. ჯამში გაჩუქდა 10 კნუტი. გასაუბრების შედეგად ბევრ მსურველს ვუთხარით უარი, შესაბამისად ისევ ველით ოჯახებს და მზრუნველ პატრონებს <3
დიდმა ინტერესმა და თბილმა დამოკიდებულებამ გვაჩვენა რომ კატები უფრო და უფრო ახლობელი,კომპანიონი ცხოველები ხდებიან საქართველოში. მითები იშლება და დიდი იმედია რომ საერთო ძალისხმევით,შრომით,ცოდნით და პასუხისმგებლობის გადანაწილებით მივაღწევთ ცხოველთა კეთილდღეობას ამ ქვეყანაშიც.

განსაკუთრებული მადლობა ამ ადამიანებს დახმარებისა და მონაწილეობის მიღებისთვის Ia Von Valintine George Jordania იზო ჩიქვანაია Eka Sujashvili მებო წიკლაური Mishka Rtvela Niko Samniashvili David Keinashvili და პენსიონერ ქალბატონს რომელიც მთელი საღამო ცდილობდა კნუტების გაჩუქებას.

196 reactions29 comments14 shares View on Facebook →