ბოდიშს გიხდით მძიმე კადრებისთვის მაგრამ არ გამოდის რომ არ გაგიზიაროთ..
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
ბოდიშს გიხდით მძიმე კადრებისთვის მაგრამ არ გამოდის რომ არ გაგიზიაროთ..
ეს პეკინის ფისოა. დიდი იმედით რომ მოვეკიდეთ ურთულესი მდგომარეობის მიუხედავად, ერთ კვირაზე მეტი ვაკეთებდით ყველაფერს დანიშნულების მიხედვით,მატლიანი და დაჩირქებული ერთი ფეხი გავუსუფთავეთ და ვამუშავებდით,დაგვყავდა გადასხმებზე და მედიკამენტებით ვმკურნალობდით.ვათბობდით,ხელით ვკვებავდით,მიუხედავად იმისა რომ იკბინებოდა.ანემია,შემდგომ პანლეიკოპენია და საბოლოოდ ორივე უკანა კიდურის პარეზი... ეს ვიდეო გადავუღეთ ეუთანაზიის გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე.. ძალიან ვეცადეთ მაგრამ უკვე გამოუსწორებადი იყო მდგომარეობა. ეს ფისო სარდაფში იმალებოდა ტრავმის შემდეგ საკმაოდ დიდი ხანი სანამ აღმოაჩინეს, მერე სფკ თავშესაფარში გადმოვიყვანეთ. ძალიან მძიმე იყო როგორც მისთვის,ისევე ჩვენთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს ვინც შემოწირულობებით დაეხმარა ჩვენ პაციენტს,ასევე კლინიკებს 'ბალტო' და "ბუნებას' ექიმებს ძალისხმევის არ დაშურებისთვის. ეს არის რეალურად ყველა ქუჩის ცხოველის საფრთხე.. ეს არის ჩვენი ტვირთი სანამ გონს არ მოვეგებით და გამრავლების ნაცვლად მასიურ სტერილიზაციას არ მოვეკიდებით,არ შეიძლება ყოველ ფეხის ნაბიჯზე კატა ან კნუტი კვდებოდეს სხვადასხვა მიზეზებით და ამას 'ბუნებრივი გადარჩევა' ვეძახოთ. ეს არანაირ ჰუმანურ და ლოგიკურ ჩარჩოში არ ჯდება.