ტანჯვისთვის დაბადებულები.
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
ტანჯვისთვის დაბადებულები.
ორივე დაიღუპა დღეს. ნაცრისფერი კნუტის სიცოცხლისთვის რამდენიმე კვირა ვიბრძოლეთ სფკ თავშესაფარში. პარეზი ქონდა და ბოლოს სითხე ჩაუდგა გულმკერდის არეში.
თეთრი კნუტი გუშინ იპოვეს ვაჟა-ფშაველაზე. ძვლებზე გადაკრული კანი და ბეწვი იყო ცარიელი. უკანა ტანიდან ჩირქი სდიოდა და რწყილები ცოცხლად ჭამდნენ.
სიცოცხლე ორივეს უნდოდა, მაგრამ ისინი ზედმეტები აღმოჩნდნენ ამ ქალაქისთვის.
ჩვენ მათ თვალებში ვუყურებთ ყოველ დღე 😞