ქარ Donate

Stories · 2018

მეგობრებო მინდა გაგიზიაროთ კეთილი ზღარივით ამბავი რომელიც მოხდა სფკ თავშესაფარში 💜

TreatmentShelter

This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.

მეგობრებო მინდა გაგიზიაროთ კეთილი ზღარივით ამბავი რომელიც მოხდა სფკ თავშესაფარში 💜
ივლისში დაგვირეკეს და გვთხოვეს დაზიანებული კნუტის შეფარება, რადგან ტურისტები იყვნენ და ვერაფერს უხერხებდნენ. დავთანხმდით.ორმა ძალიან სასიამოვნო ადამიანმა მოგვიყვანა ერთი გამხდარი კნუტი ,რომელსაც ტუჩი ქონდა გახეული.
Emin Aliyev-მა მოგვიყვა რომ ლესელიძეზე სეირნობისას დაინახეს ასეთი სიტუაცია : ერთ ახალგაზრდა ბიჭს კუთხეში ყავდა მიმწყვდეული ეს კნუტი და თავის ძაღლს უქსევდა. გარშემო რამდენიმე ალბათ შეგნებით ჩამორჩენილი ადამიანი კი ამაზე იცინოდა და ვიდეოს უღებდნენ. ჩვენმა გმირებმა მაშინვე გააწყვეტინეს “გართობა” და კნუტი გამოაცალეს იქაურობას.
რადგან წყვილი მეორე დღეს ბათუმში მიემგზავრებოდა, მოგვმართეს დახმარებაზე ჩვენ.
კნუტი დავიტოვეთ თავშესაფარში, ბევრი ვილაპარაკეთ ცხოველებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ჩვენი მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებთან. აღნიშნეს ასეთი თავშესაფრების არსებობის აუცილებლობა და წარმატებები გვისურვეს.
რამდენიმე დღეში მივიღეთ ასეთი მესიჯი
Здравствуйте еще раз. В общем, мы решили этого котенка забрать с собой в Баку.не отдавайте его никуда пожалуйста, мы 24 числа приедем из Батуми в Тбилиси, заберем документы на него (их начнут делать сейчас) и увезем его домой.
ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ქონდა ! ზუსტ ვადაში მოაკითხეს პატარა ბინადარს და ერთად გაემგზავრნენ სახლში. კნუტს დაარქვეს არჩილი, ასევე ეძახიან chacha- ჭაჭას )))))
ფისოს უმკურნალეს სოკოზე, მოაძლიერეს და დღეს უკვე დიდი ბიჭია . ამ ადამიანებისთვის კი მადლობის მეტი რა გვეთქმის, ყველაფერი საუკეთესო გვინდა ვუსურვოთ. ასეთია კონკიას არა მარა ფისო ჭაჭას ისტორია ✌🏻😃
Emin Aliyev thank you again
Share

151 reactions17 comments15 shares View on Facebook →