გახსოვთ ყბამოტეხილი ფისო, მეზობლები სანაგვეში რომ უპირებდნენ ჩაგდებას ?
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
გახსოვთ ყბამოტეხილი ფისო, მეზობლები სანაგვეში რომ უპირებდნენ ჩაგდებას ?
ვინც არ იცით შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ფისმოყვარულთა კლუბში დაიდო პოსტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ კატაზე, რომელსაც სავარაუდოდ მანქანამ დაარტყა. ფისო გადმოვიყვანეთ სფკ თავშესაფარში, ქონდა ყბის მოტეხილობა, გახეთქილი სასა,თავის შეშუპება და დაბეჟილობები. ერთი კვირის განმავლობაში ვუკეთებდით გადასხმებს, დღეში 9 წამალს, ვუსუფთავებდით ცხვირ-პირს,ვაჩვევდით ჭამას. კოტე ძალიან ძლიერი ფისო აღმოჩნდა, 14 დღის თავზე უკვე დამოუკიდებლად ჭამდა და ჩვეულებრივი კატასავით იქცეოდა. კოტიკო უსიმპატიურესი ბისკვიტი დადგა,ნაგავს და სიკვდილს გადარჩა და იქნებ პატრონიც მოვუძებნოთ რომ ქუჩაში აღარ მოუწიოს დაბრუნება.. კასტრირებულია და ტუალეტს მიჩვეული,დასაჯმუჯნი ლოყებით 💓
დიდი მადლობა ყველას ვინც მონაწილეობდა კოტეს გადარჩენაში.
Share