ქარ Donate

Stories · 2019

მეგობრებო ეს კანდელაკის ქუჩის ფისოა. მოხუც ქალბატონთან რჩება ხოლმე ღამით სახლში, ისიც ზრუნავს როგორც…

Treatment

This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.

მეგობრებო ეს კანდელაკის ქუჩის ფისოა. მოხუც ქალბატონთან რჩება ხოლმე ღამით სახლში, ისიც ზრუნავს როგორც შეუძლია, ბოლო პერიოდში ფისოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდებოდა, ჩვენ რომ მოგვმართეს უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. წონაში დაიკლო, აღებინებდა, ვერ ჭამდა, ტემპერატურაც დაუვარდა. დავუწყეთ ნემსების კურსი,თუმცა ძალიან გაჭირდა თანმიმდევრულად მკურნალობა იმ პირობებში რომ ვერც სითბოში იყო მოთავსებული, ხანდახან გარბოდა ეზოში. სუნთქვის საშინელი გართულების შემდეგ უკვე გარდაუვალი იყო კლინიკაში მოთავსება. მადლობა აგრარულის ვეტ კლინიკას რომ დაგვთანხმდნენ მიღებაზე. ფისოს გაუკეთდა სისხლის ბიოქიმიური ანალიზი სადაც ღვიძლის ფუნქციებია მომატებული და ბრონქიალური სურათი გაძლიერებული. გვჭირდება თქვენი თანადგომა რომ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს ფისოს და მალე დაუბრუნდეს თავის საცხოვრებელ ადგილს.
✅დახმარების მსურველებმა დანიშნულებაში მიუთითეთ>კანდელაკის
ფისოსთვის
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
ს/კ: 400150322
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი -BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: GE60BG0000000786573700 GEL
თიბისი ბანკი
ბანკის კოდი-TBCBGE22
ანგარიშსწორების ანგარიში
Emoney 384 031 379 დავით მარგიშვილი
დიდი მადლობა

15 reactions2 comments21 shares View on Facebook →