ადამიანთა გულგრილობის მორიგი მსხვერპლი !
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
ადამიანთა გულგრილობის მორიგი მსხვერპლი !
ეს უსაყვარლესი ფისუნია ეზოში ნახა Nino Loladzeმ ლოტკინზე, როგორც იქ მცხოვრებმა ადამიანებმა უთხრეს ფისო სახლიდან გამოუსვიათ,ოჯახში ბავშვის დაბადების მიზეზით.. ეს ერთერთი ძალიან სამწუხარო პრობლემაა ჩვენ ქვეყანაში- ინფორმაციის დეფიციტი და ცრურწმენები. მეორე დიდი პრობლემა მოდის სახელმწიფო ორგანოებიდან,რომლებსაც სასაცილოდ არ ყოფნით ასეთი ქეისები და მთავარი პრობლემა ისევ ჩვენშია - რომ არ ვაიძულებთ აღსრულდეს კანონი,შესრულდეს რეგულაცია,ის მაინც რაც გვაქვს.
სუფთა ჯიშის,სახლში გაზრდილი სიამი 2 წელი ასე ცხოვრობდა,ცოტა საკვების მიწოდების ამარა,ქუჩაში.
ნინოს ყურადღება მიიპყრო მისმა არაჯანსაღმა მდგომარეობამ,ფისო არის გამხდარი,გაუწყოვანებული,პირის ღრუდან ჩირქიანი ნერწყვი სდიოდა და აქამდე არავის უცდია მისი ექიმთან წაყვანა..
ფისო მივიღეთ სფკ თავშესაფარში,ორი დღეა კლინიკაში დაგვყავს გადასხმებზე,სამწუხარო ის არის რომ პირის ღრუში წამონაზარდი სიმსივნური აღმოჩნდა,იგეგმება ოპერაცია,თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა,ძალიან დაგვჭირდება მზრუნველი შემფარებელი ან პატრონი. ეს ნატანჯი გოგო ნამდვილად იმსახურებს თავისნაირ თბილ ოჯახს. უმშვიდესი და უსაყვარლესი ფისოა. ჭირდება წარმატებები და თქვენი დახმარება 💜
✅დანიშნულება:სიამის ფისო
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
ს/კ: 400150322
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი -BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: GE60BG0000000786573700 GEL
თიბისი ბანკი
ბანკის კოდი-TBCBGE22
ანგარიშსწორების ანგარიში
Emoney 384 031 379 დავით მარგიშვილი
დიდი მადლობა