ამ კვირა დღეს, გვინდა მოგიყვეთ კიდევ ერთი საოცარი ისტორია, რომელსაც შემზარავი დასაწყისი ქონდა. ოქტომბრის…
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
ამ კვირა დღეს, გვინდა მოგიყვეთ კიდევ ერთი საოცარი ისტორია, რომელსაც შემზარავი დასაწყისი ქონდა. ოქტომბრის ბოლოს, ქალაქ რუსთავში, მაღაზიის მიმდებარედ მდგარი ურნიდან ჩვენი ამბავის გმირებს მოესმათ ხრიალის ხმა. მაშინვე ამოიყვანეს შოკში მყოფი კატა და გაემზადნენ კლინიკაში წასაყვანად. ფისოს სუნთქვა თითქმის აღარც შეიმჩნეოდა. კლინიკაში გაუკეთეს ნემსები და შემდეგ მოგვმართეს დახმარებაზე ჩვენც,რადგან ეჭვი იყო ხერხემლის დაზიანებაზე. ფისო ვერ დგებოდა, ტკივილისგან ღმუოდა. ვიდეო რომ ვნახეთ ძალიან შევწუხდით ამ დგომარეობით და ვთხოვეთ თბილისში ჩამოყვანა. კლინიკა ლაქი ფოუში მოხდა ფისოს დიაგნოსტირება : მრავლობითი დაბეჟილობა, ყბის და თავის ტრავმა. ყველაზე ცუდ ვარიანტს გადავრჩით 🙏🏻
ამის შემდეგ გაგრძელდა ფისოს მკურნალობა სახლის პირობებში, ადამიანთან რომელმაც ის შეიფარა და ზრუნვაში ყავს დღემდე♥️ მალე მოძლიერდა, ჭამაც დაიწყო, სიარულიც. ბოლოს ფისოს ისეთი მაგარი ფოტოები მოგვდიოდა, ვიფიქრეთ სამოდელო სააგენტოსთვის ხომ არ გადაგვეგზავნა 😉 სიხარული დიდი იყო და თან მოულოდნელი !
გვინდა მივმართოთ იმ ნაძირლების ანალოგებს, ცხოველის ადგილი სანაგვეში რომ გონიათ - შეხედეთ, გატანილი ცხოველი გადარჩენადია ! დაზიანებულ ცხოველს ჭირდება ვეტარინარული დახმარება და არა ურნა ! ცოცხალი არსების გადაგდება არის დანაშაული, ეს არის სასტიკი ქმედება და თუ არ ისჯება ახლა, აუცილებლად დაისჯება კანონით მალე !
დიდი მადლობა კი ნამდვილ ადამიანებს, რომელთა წყალობით ცხოვრებას ახლიდან იწყებენ განწირული მიუსაფრები 💜🐾 ალბათ ჩვენ ყოჩაღ ბიჭსაც სამუდამოდ დაავიწყდება ის სტრესი და ტკივილი რაც გამოიარა.
მეგობრებო, ჩვენი ორგანიზაცია ზუსტად ასეთ სასწრაფო,გადაუდებელ შემთხვევებში აქტიურობს და იღებს პასუხისმგებლობას ქუჩის ფისოების გადარჩენა/მკურნალობაზე. სამწუხაროს ყველას ვერ წვდება ჩვენი ადამიანურ-ფინანსური რესურსი, მაგრამ გვინდა იცოდეთ,რომ წამლების, საკვების, ტრანსპორტირების და ვეტერინარული კლინიკების ხარჯები თქვენი შემოწირული თითო ლარით ფინანსდება ! ვისაც სურვილი გაქვთ გავაგრძელოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, შეგიძლიათ ახლავე იმოქმედოთ,დანიშნულება არ დაგავიწყდეთ ⬇️
✅ გ ა დ ა ა რ ჩ ი ნ ე
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
#GE60BG0000000786573700