ქარ Donate

Stories · 2022

მეგობრებო, სასწრაფოდ ვეძებთ ერთ დამხმარეს,მზრუნველ ადამიანს სფკ თავშესაფარში. რათქმაუნდა ანაზღაურებით ! …

This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.

მეგობრებო, სასწრაფოდ ვეძებთ ერთ დამხმარეს,მზრუნველ ადამიანს სფკ თავშესაფარში. რათქმაუნდა ანაზღაურებით ! ყოველთვის გვჭირდებოდა მოხალისეები და ყოველთვის დიდი დანაკლისს განვიცდიდით, რაც შემდეგ აჩენდა სხვადასხვა პრობლემას რადგან თავშესაფრის დამფუძნებლები მოხალისეობრივად, სრული და ზე დატვირთვით ვმუშაობდით შემოსული ფისოების საკეთიდღეოდ წლები. რა ეტაპი არ გავიარეთ რომ შეგვენარჩუნებინა აქტიური, გამტარი თავშესაფარი გასაჭირში მყოფი მიუსაფარი ფისოებისთვის ..
რამდენიმე თვის წინ, ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მივიღეთ თავშესაფრის განვითარების კუთხით ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საერთაშორისო ორგანიზაციიდან SPCA International რისი მიხედვითაც შეგვიძლია ორი ადამიანის,მოკრძალებული ხელფასის უზრუნველყოფა 1 წლის მანძილზე .
იმისთვის რომ თავშესაფარმა გამართულად იმუშაოს, საჭიროა სანდო, თანმიმდევრული და ხელმარჯვე კადრი. ფისოებთან მეგობრობა და სიყვარული თავისთავად პირველ ადგილზეა ))
პირობები:
✅ სამუშაო 10 ან 15 დღე, გრაფიკი შეთანხმებით.
✅სამუშაო საათები - 8
✅რა უნდა ვიცოდეთ თავშესაფრის ყოველდღიურობაზე - 40დე ფისო ყოველდღიურად ელის ჩვენგან სითბოს, ზრუნვას და ინდივიდუალურ მიდგომას. ისინი ხომ ძალიან თვითმყოფადები არიან 💓
➡️ ვოლიერების და ოთახების დასუფთავება, ჯამების,ტუალეტების, დასაფენების გარეცხვა საჭიროების მიხედვით. სამკურნალოდ შემოსული ფისოს მკურნალობა დანიშნულების მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში კლინიკაში წაყვანა. სტერილიზაცია/კასტრაციაზე შემოსული კატების კონტროლი და აღრიცხვა. ბუთქუჩების ეზოში გამზეურება ასევე აუცილებელი რიტუალია თუ ამინდი ხელს გვიწყობს ☀️ ყველაფერს ჩვენ გაგაცნობთ, გასწავლით და დაგეხმარებით ✊🏻
✅რაც შეეხება მოხალისეობას, კვირაში თითო დღე საკმარისია. ყველაზე მეტად გვჭირდება კლინიკებში ფისოების ტარებაში ფიზიკურად დახმარება: წაყვანა/ფისოსთან ყოფნა/წამოყვანა. ძალიან დიდი დრო ეკარგება მომუშავე ერთ ადამიანს ამ კუთხით. თავშესაფარშიც შეგიძლიათ დახმარება როგორც დალაგებაში, ისე ფისოების მოწესრიგებაში 💞🐾
რომ არ გადავიწვათ და არ გავჩერდეთ, გვჭირდებით კარგო ადამიანებო 🔊🔊🔊🔊
❗️დეტალებზე მოგვწერეთ მესინჯერში
გელით 40 გასაჩუქებელი ბენეფიციარი 😊
გააზიარეთ

102 reactions28 comments19 shares View on Facebook →