იანვარში დავწერეთ რომ სკილეტად ქცეული ფისო ზიზი ვეღარ სუნთქავდა, ვერ ჭამდა, გაუნძრევლად იწვა და ცოტა ხანში…
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
იანვარში დავწერეთ რომ სკილეტად ქცეული ფისო ზიზი ვეღარ სუნთქავდა, ვერ ჭამდა, გაუნძრევლად იწვა და ცოტა ხანში დავკარგავდით კიდეც, თუ ბოლო შანსს არ გამოვიყენებდით გადარჩენისთვის. ფისოს დაუდგინდა სველი ფიპი, ფიტვებში კი უკვე წყალი ქონდა. თქვენი აქტიური ჩართულობით შევძელით GS წამლით მკურნალობის კურსის დაწყება და აქამდე ვაგრძელებთ.
💪🏻 თვენახევრის მანძილზე ზიზიმ მოიმატა 1
კგ !
🦴 აქვს გადასარევი მადა
🧗♂️ დადის კედლებზე
ცხოვრობს ჯანმრთელი კატის ცხოვრებით და ეს ყველაფერი მზრუნველი ადამიანების, თქვენი ჩართულობის და წამლის დამსახურებაა !!!!
85 დღიანი კურსიდან ნახევარი გზა უკვე გავიარეთ თქვენი შემოწირულობების დახმარებით 🙏🏻
დარჩა 40 დღე და 4 ან 5 ამპულა წამალი. დამოკიდებულია წონის მატებაზე. თითო წამალი ღირს 135 ლარი.
ასევე ჭირდება სისხლის ანალიზის და ექოსკოპიის გადამოწმება.
ეფექტი არის ფანტასტიური, თუმცა კურსის გაწყვეტა უკან დაგვაბრუნებს ისევ 😔. ამიტომ გთხოვთ, მოგიწოდებთ და ისევ გთხოვთ დაგვიდგეთ გვერდში რომ შევძლოთ კურსის გაგრძელება 🙏🏻🙏🏻🙏🏻 დანიშნულებაში მიუთითეთ ↙️
✅ ზიზი
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
#GE60BG0000000786573700