ჩვენი დიაფრაგმიანი მაგარი ფისო აღმოჩნდა და კრიტიკული დღეები წარმატებით გადალახა, იმედია ეს იქნება ბოლო…
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
📣📣📣ჩვენი დიაფრაგმიანი მაგარი ფისო აღმოჩნდა და კრიტიკული დღეები წარმატებით გადალახა, იმედია ეს იქნება ბოლო გამოცდა და რეაბილიტაციაც მშვიდად დასრულდება, როგორ გვინდა მზრუნველი პატრონიც გამოუჩნდეს 😞 ამ ყველაფრის მერე ქუჩაში დაბრუნება იქნება საშინელება.. გთხოვთ არ დატოვოთ გარეთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻 კლინიკის ვალის დასაფარად კი გავაქტიურდეთ და მივუთითოთ - დიაფრაგმიანი ფისო
‼️ ძალიან გვჭირდება თანადგომა კიდევ ერთი მიუსაფარი ფისოს გამოსაჯანმრთელებლად ! ეს შავი ფისო მარტის ბოლოს იპოვა მარიამ რუაძემ ქუჩაში, კიდურის ღია მოტეხილობით. კლინიკაში მიყვანის მერე რენტგენზე გამოჩნდა დიაფრაგმის თიაქარიც და დაუდასტურდა ვირუსი …
გადახსნილი ქსოვილები იმ დღესვი გაუკერეს, დიაფრაგმის ოპერაციისთვის კი დრო ჭირდებოდა. მკურნალობის კურსი გაიარა შემფარებელთან, გუშინ გაუკეთდა ოპერაცია დიაფრაგმაზე. ნარკოზის შემდეგ ფისოს დაემართა ჰიპოთერმია, არ ეზომებოდა ტემპერატურა. მდგომარეობიდან გამოსაყვანად მთელი ღამე უკეთდებოდა თბილი გადასხმა, გლუკოზა, ისწვა სათბურაზე და საათში ერთხელ უკონტროლდებოდა ტემპერატურა.. ეს ყველაფერი გიორგი ქერეჭაშვილის დამსახურებით ✊🏻🐾
სფკ-მ პასუხისმგებლობა ავიღეთ ამ ფისოს გადარჩენაზე. კლინიკაში გასასტუმრებელია :
1. კიდურის დამუშავება,ქსოვილების გაკერვა.
2.რენტგენი/ექისკოპია
3.სოსხლის ანალიზები - ორჯერ გაუკეთდა.
4. სამმაგი ტესტი ვირუსებზე.
5. გადასხმები.
6. დიაფრაგმის ოპერაცია.
7. კრიტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით ფასიანი შემფარებელი.
კლინიკის ხარჯები ფასდაკლებებით ითვლება რათქმაუნდა .
მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ მომავალშიც. უარი როგორ გვეთქვა ასეთი დაზიანებული ფისოს გადარჩენაზე ((( მაქსიმუმ წლამდე ასაკის მამრია. ძალიან გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითეთ როგორც მანამდეც ✅დიაფრაგმის თიაქარიანი ფისოსთვის
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
#GE60BG0000000786573700