ქარ Donate

Stories · 2020

ასე იციან პატრონისგან მიტოვებულმა კატებმა.. გარბიან, ავადდებიან და ისწრაფებენ სიცოცხლის დასრულებას. ხშირად…

TreatmentShelter

This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.

ასე იციან პატრონისგან მიტოვებულმა კატებმა.. გარბიან, ავადდებიან და ისწრაფებენ სიცოცხლის დასრულებას. ხშირად კატებს გულგრილობას და სიცივეს აბრალებენ. ადარებენ ძაღლებს. არ არის ასე მეგობრებო. როგორც ყველა ადამიანს ინდივიდუალური გამოხატვით გადააქვს ტკივილი, ასევე ცხოველები განიცდიან სხვადასხვანაირად. ეს ბუწუწა ფისო ჩვენთან მუნიციპალური თავშესაფრიდან მოხვდა სადაც პატრონმა მიატოვა, აღარ დაიბრუნა. არადა ესეც ჯიშიანია, სპარსული კლასიკი, ხასიათის გამო წყნარაძეს ვეძახდით .. უბრალოდ ახლა იმის ნახევარი დარჩა რაც იყო ((( ფისო სფკ თავშესაფარში დაახლოებით ერთი წლის წინ შემოვიდა, კანზე პრობლემით. კოპლექსურად ვუმკურნალეთ სხვადასხვა პრობლემაზეც. გალიაში იცხოვრა 2 თვე. მერე მივხვდით რომ ასე ვეღარ გაძლებდა და ეზოში გავუშვით, რამდენიმე თვე პატიოსნად არ გადიოდა ტერიტორიიდან, შემდეგ დაიწყო დაკარგვები და ბოლოს ნახევარი წლით გაქრა. ერთი კვირის წინ ბუწუწა დაბრუნდა გაძვალტყავებული, დიდი მუცლით და ჩირქიანი პირით ((( გუშინ გვყავდა კლინიკაში სადაც გაუკეთდა სისხლის ბიოქიმია. საშინელი მდგომარეობა აქვს. ანემია, გადიდებული თირკმელები,სიმსივნის ნიშნები, ინფექცია.
ბუწუწას ახლა ჭირდება გადასხმები, წამლები.
კარგია რომ მადა აქვს და ჭამს. არ იტანჯება ჯერ. ამიტომ გვინდა ცოტა ხელი შევუწყოთ რახან უკან დაგვიბრუნდა საშველად (((
ამ კრიზისულ პერიოდში დახმარების გარეშე ვერც კლინიკის ხარჯებს დავფარავთ და ვერც წამლებს ვიყიდით (მილგამა, ფერუმლეკი და ა.შ)
ვინც ადამიანისგან მიტოვებულ ბუწუწას დახმარებას გადაწყვეტთ, გთხოვთ მიუთითოთ დანიშნულებაში> ბუწუწა ფისო
✅მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
ს/კ: 400150322
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი -BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: GE60BG0000000786573700 GEL
თიბისი ბანკი
ბანკის კოდი-TBCBGE22
ანგარიშსწორების ანგარიში
Emoney 384 031 379 დავით მარგიშვილი
დიდი მადლობა

53 reactions27 comments11 shares View on Facebook →