არ შევარჩენთ უვიც,თვითმარქვია, ყაჩაღ “ვეტერინარს” ახალციხეში, ჯანმრთელი კატის წვალებას და სიკვდილს !!!!! …
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
არ შევარჩენთ უვიც,თვითმარქვია, ყაჩაღ “ვეტერინარს” ახალციხეში, ჯანმრთელი კატის წვალებას და სიკვდილს !!!!! დაზარალებული ადამიანის პოსტი,რომელიც მოატყუეს და რომელსაც ფისო მოუკლეს.
😞”ეს ლამაზი ფისო აღარ არის. ველოდებოდი თებერვლის ბოლოს,7 თვის გამხდარიყო და გამესტერილებინა,თუმცა თებერვალი აღმოჩნდა მისი ცხოვრების ბოლო თვე. "ვეტექიმს" იმ ქალაქში სადაც მე ვარ უნდა გაეკეთებინა სტერილიზაცია,გაჭრა კატა,ვერ გაეგო სად საშვილოსნო იყო და სად სწორი ნაწლავი,ყველაზე მთავარი,კატას ოპერაციის დროს არ ეძინა,მოძრაობდა და ტკივილებს გრძნობდა,თავად ვესწრებოდი ოპერაციას და ძლივს ვაკავებდი. როგორც მითხრა,საშვილოსნო და ნაწლავები ქონშია,მილებს გადავკეტავ და ქონს ამოვაჭრიო. სამ დღეში ერთხელ ანტიბიოტიკს გავუკეთებ და დააკვირდი როგორ მოისაქმებსო. ოპერაცია გაკეთდა სამშაბათს,სტერილიზაციის მერე არ ჭამენ ხოლმე და მეც ველოდებოდი,გამოვა მდგომარეობიდან და შეჭამს თქო. ვუყიდე ჟელე და ოთხშაბათს საღამოს 6 საათზე ჭამა ნახევარი პაკეტი,აღარ მედარდებოდა და ვფიქრობდი გამოძვრა თქო. შემდეგ დღეს,ხუთშაბათს ჭამა მხოლოდ ჟელეს სითხე,ანუ გამოდის რომ ოთხშაბათის მერე მას კუჭში თითქმის არაფერი ჩასვლია. დღეს დაეწყო ღებინება და მივხვდი რომ ნაწლავი არ მუშაობდა,მივწერე Vetex - ვეტექსი ს ასეთი ამბებია და რა ვქნა თქო. მითხრეს რაც შეიძლება სწრაფად ჩამეყვანა თბილისში,დავიწყეთ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი ს ანგარიშზე თანხის აგროვება,ჩავედი ახალციხის სადგურზე და მძღოლს ვეკითხები,კატასთან ერთად წამიყვან თქო? კი,მაგრამ კატის ცალკე უნდა გადაიხადოვო,რამდენი თქო? -შენზე 10 ლარი და კატაზეც მაგდენი უნდა გადაიხადოვო,5 ლარი ვერა თქო? კარგიო,გადამყვანით დასვი საბარგულშიო და წავედით. ჩავიყვანე,კნავილის თავიც არ ქონდა და მშვიდად ვიმგზავრეთ,კუჭში არაფერი ქონდა და გზაში რას მოისაქმებდა.მივიყვანე კლინიკაში და აღმოჩნდა რომ ქონის ნაცვლად ძირში ქონდა მოჭრილი სწორი ნ ა წ ლ ა ვ ი. მუცლის ღრუში განავლის სუნი და ნაწილები. ერთი საკვერცხის მილზე გადაჭერილი კეტგუტი. პერიტონიტი. მივიღეთ გადაწყვეტილება რომ კატა დაგვეძინებინა,რადგან ნაწლავის გაკერვა,ან რაიმე შეუძლებელი იყო და ვერ იცოცხლებდა. სხვა დროს გავითვალისწინოთ რომ საეჭვო ვეტექიმთან არ უნდა მივიდეთ,იმის მიუხედავად რომ ძნელია შორ გზაზე ნაოპერაციები კატის ტარება,მოვიმარაგოთ პამპერსები,დასაფენები და ასე დავგეგმოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრის ოპერაცია,არათუ უახლოეს ყასაბთან მივიყვანოთ.”
😞😞😞🐾
სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს რეაგირება ასეთ ფაქტებზე !