ისევ კატა-სტროფის წინაშე დავდექით. უამრავი კნუტი ჩნდება და გაჩნდება ქუჩაში თუ სახლის პირობებში. უამრავი…
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
ისევ კატა-სტროფის წინაშე დავდექით. უამრავი კნუტი ჩნდება და გაჩნდება ქუჩაში თუ სახლის პირობებში. უამრავი გადაიყრება და ერთეულებს გაუმართლებთ . დანარჩენი ან ტანჯვით დაიღუპება ან დაძინდება. წლებია ვწერთ რომ სტერილიზაციაზე უარის თქმა გულისხმობს მასიური ევთანაზიის ხელშეწყობას. ვინც უარს აცხადებს სტერილიზაცია/კასტრაციაზე,მაშინვე აწერს ხელს მასიურ დაძინებებზე,გაუბედურებული და გაგდებული,მშიერი ცხოველების ბედზე. ვერცერთი ქვეყანა და მითუმეტეს საქართველო ვერ გაუმკლავდება უკონტროლოდ გაზრდილ,კატის და ძაღლის პოპულაციებს. ამდენი შემფარებელი თუ მოხალისე, პატრონი თუ უბრალოდ გულშემატკივარი ადამიანი ვერ გამოჩნდება გადამრჩენლად. დიდი თხოვნაა ამ ისედაც რთულ დროს, გააკონტროლეთ თქვენი ცხოველები, თავი შეიკავეთ ყველანაირი გამრავლებისგან (ჯიშიანებიც ჩვეულებრივ იგულისხმება) და დროულად გაასტერილეთ - 5 თვიდან.
გახსოვდეთ, ერთი გაუსტერილებელ ფისოს ერთი წლის განმავლობაში შეუძლია 2-3ჯერ დაბადოს კნუტები, ჯამში მინიმუმ 10-12. ყველა გაუსტერილებელი კნუტი მზად არის გასამრავლებლად 6 თვიდან. ახლა დანარჩენი უკვე თქვენ გამოთვალეთ. რაც მთვარია ამ ყველაფერში - გადაყრილი და სიმწრით გადარჩენილი კნუტების დიდი ნაწილი შემდეგ რჩება უპატრონოდ. ისინი არავის ჭირდება. იზრდებიან და ისევ ქუჩაში ბრუნდებიან ... მემგონი ადამიანებს ცხოველებისგან პასუხისმგელობის გრძნობა და არჩევანის საშუალება განგვასხვავებს.
✅აქვე ჩამოვწერ სანდო და პროფესიონალი ვეტერინარებით დაკოპლექტებულ კლინიკებს, სადაც აქციის ფარგლებში კეთდება სტერილიზაცია კასტრაციები ფასდაკლებით:
Vetlife • ვეტლაიფი
Vetex - ვეტექსი
LuckyPaw ვეტერინარული კლინიკა
ვეტერინარული კლინიკა ნიუ ვეტი New Vet Clinic
ვეტერინარული კლინიკა აბ-ვეტ ბუნება/ Veterinary Clinic AB-Vet buneba