ორი ისტორია ერთ დღეში . ორი მხარე, გმირები და ანტიგმირები. მოდი გავამხნევოთ ის ადამიანები, რომლებიც …
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
ორი ისტორია ერთ დღეში . ორი მხარე, გმირები და ანტიგმირები. მოდი გავამხნევოთ ის ადამიანები, რომლებიც ენერგიას,ფინანსებს და დროს არ იშურებენ ამ რთულ პერიოდში ცხოველების გადასარჩენად 👏🏻👏🏻👏🏻👏🏻
პირველი შემთხვევა ერთ ძალიან კარგ ადამიანთან მოხდა სახლში, როდესაც აბაზანაში ჩამონგრეულო ჭერი და უმწეო კნუტი აღმოაჩინა უცებ )))) მაშინვე გაავრცელა ინფორმაცია ამ ამბავზე და აი პატარას შემფარებელმაც მიაკითხა, არის ახლა პატივში ახალ “დედიკოსთან” ერთად. დიდი მადლობა და ბრავო ჩვენ მოქალაქეებს Nodo Tsereteli და გიორგი ქერეჭაშვილი მოქნილი და ეფექტური მოქმედებისთვის.
მეორე კი დღეს დილით, საბადურში მოხდა. მშიერი ძაღლების გამოსაკვებად წასულმა ცოლ-ქმარმა ტრასაზე წითური ფისო შეამჩნია. როცა მიუახლოვდნენ საკვების მისაცემად, მიხვდნენ რომ ფისო მიტოვებული იყო... მობუზული იჯდა გზის პირას და მანქანებს უყურებდა დაბნეული.. აბა როგორ დატოვებდნენ.მაშინვე ჩვენ შეგვეხმიანა ნატო და გადაწყდა წამოყვანა. ჩაისვეს ეს ტკბილი და ხრუხრუნა წითური ბიჭი მანქანაში და წამოვიდნენ სახლში. ხვალიდან სფკ თავშესაფარში გადმოვიყვანთ იმ იმედით რომ გამოუჩნდება ახალი პატრონი. ამ ამბის გმირები Nato Oqromchedlishvili და მისი მეუღლე არიან .
საგანგებო მდგომარეობა არ ცვლის ღირსეულ ადამიანებს, რეგვენები კი ყოველთვის ასეთებად დარჩებიან ნებისმიერ ვითარებაში.
ტარასაზე ჩამოაგდო ცხოველი - უსინდისობაა და კრიმინალი.
ყველას გისურვებთ მხნეობას, ამ გადარჩენილ ფისოებს კი გაჩუქებას 💜🙏🏻