მეგობრებო, მემგონი წელს კიდევ უფრო მძიმე სეზონი გველის გადაყრილი კნუტების რაოდენობის მხრივ. რამდენიმე დღის…
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
მეგობრებო, მემგონი წელს კიდევ უფრო მძიმე სეზონი გველის გადაყრილი კნუტების რაოდენობის მხრივ. რამდენიმე დღის განმავლობაში, მარტო ჩვენი ყურადღების ქვეშ, ადამიანების მიერ მოშორებული 20 კნუტი მოხვდა. ოცივეზე ვიზრუნეთ გაერთიანებული ძალებით, ზოგი დედა ფისოსთან გადანაწილდა,ზოგი დავიტოვეთ გასაზრდელად მაგრამ ამ ეტაპზე კიდევ 7 კნუტს ჭირდება მზრუნველი ადამიანი..
ძალიან გთხოვთ, მაქსიმალურად ვიყოთ სოლოდარულები, გამოვიყენოთ ეს იზოლაცია კარგი საქმის სასიკეთიდ. არ არის შეუძლებელი ჩვილი კნუტის გაზრდა თუ დედა კატას ვერ ვშოულობთ, ნუ გავწირავთ უკვე დაბადებულ სიცოცხლეს ტანჯვისთვის.. საკვების და საჭირო ნივთების კუთხით კლუბი დაგიდგებათ გვერდში. უკიდურესად გვჭირდება ადამიანური რესურსი.. ამის გარეშე ვერ შევძლებთ გადარჩენას.. მე თვითონ უკვე ავიყვანე ორი ჭიპლარიანი კნუტი და თქვენც მოგიწოდებთ როგორც ცხოველების გულშემატკივრებს- ნუ შეგეშინდება #გახდიდედაფისო 🙏🏻
ასევე არ დაგავიწყდეთ ამ კატასტროფის სათავე - გაასტერილეთ, დააკასტრირეთ თქვენი პირადი თუ ეზოს კატები. სანამ ერთი გახდება 10 !
ამათ გადამყრელებს კი ციხეს ვუსურვებ, დიდი სიამოვნებით .
შესაფარებელი 7 კნუტის თაობაზე,გთხოვთ დარეკოთ ამ ნომრებზე 593410411
593932000
აქვე დავამატებ ორგანიზაციის ანგარიშებს რომ დავეხმაროთ შემფარებლებს კნუტის საკვების და ბოთლების შეძენით ამ რთულ პერიოდში 💜
✅დანიშნულება>კნუტებისთვის
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
ს/კ: 400150322
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი -BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: GE60BG0000000786573700 GEL
თიბისი ბანკი
ბანკის კოდი-TBCBGE22
ანგარიშსწორების ანგარიში
Emoney 384 031 379 დავით მარგიშვილი
დიდი მადლობა