ქარ Donate

Stories · 2020

“რისთვის აგვიყვანეს განწირულები სამკურნალოდ ქუჩიდან ? რისთვის გავატერეთ დღეები ვეტკლინიკებში, შემდეგ…

This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.

“რისთვის აგვიყვანეს განწირულები სამკურნალოდ ქუჩიდან ? რისთვის გავატერეთ დღეები ვეტკლინიკებში, შემდეგ კვირები თავშესაფარში რეაბილიტაციაზე? რისთვის დაიხარჯა ამხელა ადამიანური, ფინანსური რესურსი, ნერვები, დრო. რისთვის შევეჩვიეთ ზრუნვას და სიყვარულს, რომ ისევ იქ დავბრუნდეთ სადაც გვიპოვეს მომაკვდავები ?”
სანამ ადამიანების უმეტესობა არ გაიაზრებს თავშესაფრების შინაარს და დატვირთვას, არ გაიაზრებს იმას, რომ თუ ეს გადარჩენილი ცხოველები არ წაიყვანეს სახლებში, პრობლემის დიდი ნაწილი ისევ გადაუჭრელი რჩება. შრომა წყალში იყრება. თავშესაფარი ვერ შეცვლის სახლს. ის არ არის ულიმიტო, ყოველი გაჩუქებული თუ დაბრუნებული ფისოს ადგილას მოდის ახალი გადასარჩენი. გადარჩენილი,ციმციმა კნუტების ისევ ქუჩაში დაბრუნება კი ერთერთი ყველაზე სევდიანი რამ არის დედამიწაზე. ჩვენი რჩევა მომავალ პატრონებს :
✅1. ჯერ კარგად დაფიქრდით ცხოველის აყვანის საკითხზე და მხოლოდ ემოციურად ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა.
2. თუ მყარად გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ ნუ დაიწყებთ “კატალოგების” თვალიერებას. ბეწვის ზომვას და ფერის არჩევას. ეს ამბავი უფრო მარტივადაა - ჩახედეთ თვალებში ცხოველს, შემდეგ დაეკონტაქტეთ, უცებ გახდება გასაგები ყველაფერი 🙏🏻
📣ჩ უ ქ დ ე ბ ი ა ნ
ჭრელი მდედრი 2 თვის, ცქრიალა კნუტი. სტერილიზაციის გარანტიით !
შავთეთრი მამრი, 2 თვის, ნახევარი კუდით და ტანზე დიდი ულვაშებით, ეს უნდა გაიცნოთ უბრალოდ ))) კასტრაციის გარანტიით
გთხოვთ მოგვწეროთ ან დარეკოთ 593330988
593410411

76 reactions7 comments23 shares View on Facebook →