ძალიან გვჭირდება თანადგომა მეგობრებო, კნუტების რძის ფხვნილი და ბოთლი ჯდება 80 ლარამდე, ასევე ხარჯია :…
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
ძალიან გვჭირდება თანადგომა მეგობრებო, კნუტების რძის ფხვნილი და ბოთლი ჯდება 80 ლარამდე, ასევე ხარჯია : რწყილების წამალი,ხელსახოცები, ზეწრები - 30.
უნდა შევაგროვოთ ერთი თვის შეფარების თანხა, ნუ მიგვატოვებთ, ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ თითო ფისოს გადარჩენის საქმეში, საჭიროებები კი იმაზე მეტია ვიდრე ვწერთ ხოლმე 🙏🏻🙏🏻🙏🏻 დანიშნულება არ დაგავიწყდეთ
✅წერეთლის კნუტები
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
#GE60BG0000000786573700
✅ამ ეტაპზე კნუტები შეფარებულები არიან, კიდევ კარგი რომ შუადღესვე გამოჩნდა ერთი ადამიანი 💖
4 კნუტიდან ერთი მძიმედაა (( ყველაზე მომცრო და სუსტი იყო, არ ვიცით გადარჩება თუ არა … განახლებებს ხვალ დავდებთ
‼️‼️ დღის 2 საათამდე გვაქვს დრო რომ წერეთლის კნუტები გადავიყვანოთ სადმე..
განიხილება ფასიანი შემფარებელიც.
4 კნუტია სამი კვირისები, რაც ნიშნავს რომ მალე დაიწყებენ დამოუკიდებლად ჭამას.
შეიძლება სათითაოდ ან ორ-ორად გადანაწილება . კვება, ვეტერინარული დახმარება ასევე ანაზღაურდება !
კნუტები გუშინ დაყარეს წერეთელის გამზირის 103 ნომერში, პარკში გამოკრულები..
თუ არანაირი რეაგირება არ მოყვა ჩვენ ვედრებას, უბრალოდ შევწყვეტთ წერასაც კი .
ადამიანური რესურსის გარეშე ვერ დავეხმარებით ამდენ გაუბედურებულ მიუსაფარს.