ქარ Donate

Stories · 2021

კეთილი ადამიანების აქტიურობა მახინჯაურელი ფისოების დასახმარებლად 🙏🏻 მეგობრებო, ალბათ იცით როგორი…

This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.

კეთილი ადამიანების აქტიურობა მახინჯაურელი ფისოების დასახმარებლად 🙏🏻 მეგობრებო, ალბათ იცით როგორი ჯოჯიხეთიდან არის დახსნილი 75 ფისო, რომლეც დროებით თავშესაფარში და შემფარებლებთან განთავსდნენ და მათზე ზრუნავს სამი ორგანიზაცია, დამოუკიდებელ მოხალისეებთან ერთად. ფისოებს მკურნალობენ, ასტერილებენ, უტარდებათ სხვადასხვა პროცედურები, გადასახადია ფართის ქირა, ელექტროენერგიის საფასური.ელვის სისწრაფით ილევა საკვები და ქვიშა. ზუსტად ამ ნაწილში დაგვეხმარა ჩვენი ერთგული გულშემატკივარი და მახინჯაურელებს შევუძინეთ საკვები.
Nino Lezhava მადლობა თანადგომისთვის 🙏🏻💗
ვისაც გსურთ ჩაერთოთ ამ რთულ და მნიშვნელოვან საქმეში, ფინანსურად, მოხალისეობრივად, გაჩუქების მხრივ, შეგვეხმიანეთ.

მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

დანიშნულება: მახინჯაურელი კატებისთვის

25 reactions5 comments5 shares View on Facebook →