ქარ Donate

Stories · 2023

მეგობრებო, ჩვენი პაციენტი კარგადაა. ჩაუტარდა ოპერაცია დიაფრაგმაზე და პლუს სტერილიზაცია 🙏🏻 რეაბილიტაციაც…

TreatmentSterilization

This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.

✅მეგობრებო, ჩვენი პაციენტი კარგადაა. ჩაუტარდა ოპერაცია დიაფრაგმაზე და პლუს სტერილიზაცია 🙏🏻 რეაბილიტაციაც ნორმის ფარგლებში მიდის და გვიხარია კიდევ ერთი საერთო გამარჯვება ✊🏻🐾 ფოტოები იხილეთ პოსტში, ვიდეო კი კომენტარებში.
ასევე გთხოვთ ოპერაციის და კვლევის თანხების ბოლომდე გადახდაში დაგვეხმაროთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻🙏🏻
გვეშინია უკვე იმდენი მძიმე შემთხვევა მიყვა ერთმანეთს.. ეს პატარაც დახმარების მოლოდინშია და მხოლოდ საერთო ძალებით შეგვიძლია შევუმსუბუქოთ მდგომარეობა.

მიუსაფარი კნუტი გართულებული სუნთქვის გამო მიიყვანეს კლინიკაში, გაუკეთდა რენტგენი სადაც გამოჩნდა დიაფრაგმის თიაქარი 😞 მუცლის ღრუს ორგანოები ზედა ნაწილში აქვს ასული. ასევე სასწრაფოდ გაუკეთდა ექოსკოპია.
2 დეკემბერს 12 საათზე ჩამიშნულია ოპერაცია, ყოველი დღე მნიშვნელოვანია რადგან დასუსტებულზე ანესთეზიის გადატანა უფრო გაჭირდება.. ისედაც 50/50 არის ხოლმე ამ ოპერაციის შემდგომი რისკები… ქირურგიის გარეშე კი ნამდვილად დამძიმდება და ლეტალურად დასრულდება ..
უბრალო სუნთქვა ახლა მისთვის ტანჯვაა…

დღევანდელი კვლევა ვალად გაგვიკეთეს, ხვალ ოპერაციაა, ფისოს ბალანსზე კი 0 ლარია.
გვქონდეს თქვენი იმედი ამ პატარა ვეფხვუკაზეც ?

ვინც დახმარებას გადაწყვეტს, გთხოვთ მიუთითოთ დანიშნულებაში
✅ დიაფრაგმის თიაქარიანი ფისო

მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

43 reactions18 comments4 shares View on Facebook →