ამ ეტაპზე შეფროვებულია სამი ფლაკონი ჯიესის თანხა ♥️ დიდი მადლობა მეგობრებო 🙏🏻🙏🏻
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
📣 ამ ეტაპზე შეფროვებულია სამი ფლაკონი ჯიესის თანხა ♥️ დიდი მადლობა მეგობრებო 🙏🏻🙏🏻
პელეს ჭირდება ჩვენი თანადგომა 🙏🏻🙏🏻🙏🏻
ეს ის მომენტია როცა წამლის გარეშე ფისო 100% დაიღუპება. დიაგნოზი - FIP კატის ინფექციური პერიტონიტი.
პელე 6 წლის ფისოა. ის ქუჩიდან აიყვანეს და დღემდე ბედნიერად ცხოვრობს ოჯახში. ცოტა ხნის წინ ჭამა შეწყვიტა, უმოძრაოდ იწვა და უცებ გახდა. ფისოს ჩაუტარდა ექოსკოპიური კვლევა, გაუკეთდა სისხლის ანალიზები, ასევე ტესტი ფიპზე. სამწუხაროდ ყველა ნიშანი ადასტურებს ამ დაავადებას, ტესტიც დადებითია. ფისოს მაშინვე დაუწყეს მკურნალობა ჯიესით, რაც მოიცავს 84 დღიან კურსს… პელეს დიდი წონა აქვს და ფისოს ყოველ 4 დღეში ჭირდება ჯიესის ამპულა, რომელიც ღირს 130 ლარი. ამ პრეპარატის ალტერნატივა არ არსებობს ჯერჯერობით.
კურსის შეწყვეტა ნიშნავს ისევ დამძიმებას და შემდეგ სიკვდილს. ოჯახმა ყველაფერი გაუკეთა რაც საჭირო იყო, კლინიკაშიც დაყავთ ნემსის გასაკეთებლად, თუმცა წამლიან, ანალიზებიანად ძალიან ძვირი ჯდება.
3 000 ლარი მხოლოდ წამალი გამოდის 84 დღეზე..
მეგობრებო, იქნებ დავეხმაროთ პელეს და მის ერთგულ პატრონს ამ სირთულის დაძლევაში ?
ძალიან დიდი იმედი გვაქვს თქვენი 🙏🏻🙏🏻🙏🏻 პელე კიდევ მრავალი წელი იცხოვრებს უზრუნველად, თუ ახლა შევძელით მისი დახმარება !
გთხოვთ დანიშნულება არ დაგვავიწყდეს
✅ პელე
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
#GE60BG0000000786573700