ჩვენი, ყველას ღია ჭრილობაა ეს უდანაშაულო სიცოცხლეები რომ ამხელა ტკივილს გადიან თავიანთ მოკლე გზაზე ....…
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
ჩვენი, ყველას ღია ჭრილობაა ეს უდანაშაულო სიცოცხლეები რომ ამხელა ტკივილს გადიან თავიანთ მოკლე გზაზე .... შიშს, შიმშილს, დაუცვველობას გრძნობენ ჩვენ გარეშე.
ამ სილამაზესაც რთული ბედი ერგო. ჯერ გადაგდებას უპირებდნენ რადგან სახურავზე კნაოდა შეშინებული, ერთი ადამიანი გამოესარჩლა მხოლოდ და შეიფარა. რამდენიმე დღის წინ კი მძიმე მდგოარეობაში იპოვა გორის რაიონში და ჩვენი, თქვენი აქტიურობით თბილისში ჩამოვიყვნეთ. სამწუხაროდ სურათი ასეთი იყო - გატეხილი ხერხემალი, დამტვრეული კიდური, ძლიერი შეტევები და ტკივილები გამაყუჩებლის მიუხედავად... ევთანაზიის გარეშე უბრალოდ ტანჯვით დაიღუპებოდა.... მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, მაგრამ მის სახელშე შემოსული შემოწირულობებით გასაჭირში მყოფ სხვა მიუსაფარ ფისოებს დავეხმარებით.
აი ასეთ საშინელ საფრთხეებს შეიცავს ჩვენი გარემო ოთხფეხა მეგობრებისთვის. მასიური სტერილიზაცია/კასტრაციის და კანონის მიღების გარეშე სულ წრეზე ვიტრიალებთ..