უხვმა ნალექმა ძალიან დააზარალა სფკ თავშესაფრის შენობა….
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
‼️ 📣📣📣📣📣📣📣📣📣📣📣📣
უხვმა ნალექმა ძალიან დააზარალა სფკ თავშესაფრის შენობა….
ერთერთ ოთახში კედლები დასველდა და პირდაპირი გაგებით წვიმდა შიგნით თქეშის დროს ..
ამ ეტაპზე შეჩერებულია გასასტერილებელი თუ პოსტოპერაციული ფისოების მიღება (ვოლიერები ცარიელია)
უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს სახურავის პრობლემების დაფიქსირება და შეკეთება.
მდგომარეობა აუცილებლად დამძიმდება კიდევ.
სანახევროდ მაინც ჩვენი საზრუნავია, რადგან ფისოების უსაფრთხოება უპირველესია !
თუ მზად იქნება ადამიანი/ადამინები, რომლებიც დაგვეხმარებიან ტექნიკური კუთხით, ფიზიკურად თუ ფინანსურად, გთხოვთ მოგვწერეთ და აქაც დავპლიუსდეთ.
ალბათ უმეტესობამ იცით რომ თვის ხარჯს - ქირა/კომუნალურები/საკვები/ქვიშას ძლივს ვუყრით ხოლმე თავს. თქვენი მხარდაჭერის გარდა სხვა არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია 😞
სფკ თავშესაფარში ცხოვრობს ჯამში 40მდე გადარჩენილი ფისო.
ამ ოთახს კი აქვს ყველაზე დიდი გამტარიანობა პოსტოპერაციული მიუსაფრების შეფარების ხარჯზე (თვეში რამდენიმე ათეული ფისო)
თუ კი იქნება მზაობა ჩვენი მხრიდან დავაჩქაროთ პრობლემის გადაჭრის პროცესი, დავამატებ კლუბის ანგარიშებს .
გთხოვთ დანიშნულებაში აუცილებლად ჩაწეროთ
✅ სახურავის შეკეთება
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
#GE60BG0000000786573700