ქარ Donate

Stories · 2022

გაფრინდა გრეისი 🌈 ძალიან დამძიმდა, აღარც სისხლის გადასხმა შველოდა... ფეხზე ვეღარ დგებოდა, გაილია.. ბოლო…

RescueTreatment

This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.

გაფრინდა გრეისი 🌈 ძალიან დამძიმდა, აღარც სისხლის გადასხმა შველოდა... ფეხზე ვეღარ დგებოდა, გაილია.. ბოლო დღეები გაატარა ადამიანთან, ზრუნვაში. ალბათ თავის დროზე რომ ეპოვა თავისი ადამიანი,, ამდენი რამ არ დაემართებოდა.. ესაა ქუჩის ცხოველების მწარე რეალობა..
ეს გრეისია. გრეისი მუხიანში ცხოვრობს, ქუჩის, გასტერილებული ფისოა. ერთხელ უკვე გადავარჩინეთ სიკვდილს თქვენი დახმარებით. პირის ღრუ ქონდა საშინელ დღეში. ჩაუტარდა მკურნალობა. ახლა ისევ ცუდადაა გრეისი (( ვერ ჭამს, ვერ სვამს, დასუსტებულია, პირის ღრუ ისევ პრობლემურია, ასევე ეჭვი აქვთ იმუნოდეფიციტზე... როგორც კლინიკაში უთხრეს შემფარებელს ჭირდება ტესტი, ანალიზები, ინფუზია მოსაძლიერებლად და სისხლის გადასხმა. გრეისი ერთი ჩუმი,მიუსაფარი ფისოა, რომელსაც უნდა ვუპატრონოთ ! დიდი მადლობა Gio Hustlin იმისთვის რომ არ დატოვა ყურადღების გარეშე, მიიყვანა კლინიკაში და გააგრძელებს მკურნალობას თქვენი დახმარებით 🙏🏻
სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია მეგობრებო, იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის !
გთხოვთ დანიშნულებაში მოუთითოთ> გრეისი
✅გრეისი
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
ს/კ: 400150322
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი -BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: #GE60BG0000000786573700

46 reactions7 comments13 shares View on Facebook →