კვირა დღეა და გვინდა კარგი ამბებით გაგანებივროთ 💜 ეს ბაჩია,მიუსაფარი კატა, სფკ თავშესაფრის ბინადარი…
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
კვირა დღეა და გვინდა კარგი ამბებით გაგანებივროთ 💜 ეს ბაჩია,მიუსაფარი კატა, სფკ თავშესაფრის ბინადარი რომელსაც 3 წელი დაჭირდა რომ თავის პატრონს შეხვედროდა გერმანიაში ! ყველაფერი დაიწყო 2019 წლის შემოდგომაზე, როცა ფისო შემოგვიყვანეს ერთერთი სასტუმროდან, დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად.ადამიანი რომელმაც ის აირჩია, გერმანიაში ელოდებოდა და დისტანციურად პატრონობდა. ბაჩის გავუკეთეთ ყველა საჭირო პროცედურა, სისხლის ანალიზი, ველოდებოდით კარანტინის 3 თვის გასვლას და დაიწყო პანდემია ! სრული ორი წელი გაატარა ბაჩიმ ჩვენთან, ბევრი სირთულეც გადავიტანეთ, პატრონი სულ კითხულობდა. დადგა 2022 წელი და ნანატრი დრო შეხვედრის ! ამ წლის თებერვალში პაბლოს ფერნანდესმა, ჩვენმა დიდმა გულშემატკივარმა წაიყვანა ბაჩიკო გერმანიაში და ჩააბარა კიჰანს 🙏🏻 ბაჩიმ იდეალურად გადაიტანა მგზავრობა და მაშინვე ადაპტირდა ახალ ოჯახში (ვიდეო კომენტარებში⬇️)
მოსაყოლად ძალიან მოკლე და მშრალია მაგრამ რეალურად ძალიან დიდი გზა გავიარეთ ერთად ჩვენ, ფისომ და პატრონმა. ერთგულებამ, პასუხისმგებლობამ და მონდომებამ აჯობა დისტანციასაც, დროსაც და პანდემიასაც 💪🏻 შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ ბაჩი ერთერთი ყველაზე იღბლიანი, მსუქანა კატაა, რომელმაც არა თუ ოჯახი იპოვა, ქვეყანაც კი გამოიცვალა 🇬🇪😸✈️🇩🇪