სფკ თავშესაფრი 7 წლისაა 🎉🎉🎉🐈💜🐾
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
სფკ თავშესაფრი 7 წლისაა 🎉🎉🎉🐈💜🐾
2015 წლიდან მოყოლებული დღემდე 1000ზე მეტმა ფისომ შეაფარა თავი ჩვენთან მკურნალობის, რთული ოპერაციების, რეაბილიტაციის და სტერილიზაცია კასტრაციის მიზნით. ეს 7 წელი იყო ყოველდღიური ბრძოლა არსებობისთვის, გადარჩენისთვის, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შემდგომ ფისოების დაბინავებისთვის. ურთულეს გამოწვევებს გავდიოდით და გავდივართ დღემდე ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად სულ რამდენიმე ადამიანი ამ თავშესაფარში .. არ ვჩივით, თუკი გვექნება თქვენი თანადგომა ერთ უმნიშვნელოვანეს საქმეში - გადარჩენილი, გამოჯანმრთელებული ფისოების გაჩუქებაში ! გთხოვთ არ დაგვტოვოთ უყურადღებოდ და მაქსიმალურად გააზიარეთ, გააგებინეთ ადამიანებს რომ სფკ თავშესაფარში პატრონებს ელიან უსაყვარლესი,ხალისიანი, ალერსიანი და ულამაზესი კატები !!! პატარა კნუტების გარდა ყველა სტერილურ კასტრირებულია, კნუტების ოპერაციების ხარჯებს ჩვენ დავფარავთ.
ძალიან რთულია როცა სიმწრით გადარჩენილი და ადაპტირებული ფისოს ისევ ქუჩაში დაბრუნების საჭიროება დგება. არ გვინდა ამის დაშვება ! ისინი ქუჩიდან შემოვიდნენ მომაკვდავები... ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო მათ გამოჯანმრთელებაში, როგორც ადამიანური ისევე ფინანსური. თითო ფისოს თავისი ისტორია აქვს, რომელიც ტკივილთან და სტრესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ზრუნვის შედეგად დღეს ისინი ჩვეულებრივი სახლის ფისოები არიან 💜
მეგობრებო, ეს 7 წელი იყო თქვენი და ჩვენი საერთო გამარჯვება. თქვენი თითო ლარის მეშვეობით სიცოცხლეს დაუბრუნდა და სახლიც იპოვა ასეულობით მიუსაფარმა ! იყო დიდი და დაუვიწყარი ტკივილიც, სასოწარკვეთა, უიმედობა, თუმცა მაინც ვაგრძელებდით გზას და არ ჩამოგვიყრია ხელები.. დღეს აქ ვართ, ამაყები და მადლიერები. ვიცით რასაც ვაკეთებთ და რისთვის. გვჯერა რომ ამ სირთულესაც გადავლახავთ და სფკ არ შეწყვეტს მუშაობას ..
იმისთვის რომ შევძლოთ სამკურნალოების მიღება და დახმარება, იმისთვის რომ არ გადავიწვათ და ფუნქცია არ დავკარგოთ, ბინადრების ნაწილი უნდა დ ა ბ ი ნ ავ დ ე ს მუდმივ ოჯახებში !
გვჯერა რომ არსებობთ მათი პატრონები, უბრალოდ უნდა ნახოთ ისინი 💚
უდიდესი მიაუდობლა სუპერ ფოტოგრაფს @Tamuna Korakhashvili მონახულებისთვის და ფოტოსესიისთვის 🙏🏻
თავშესაფრის ყოველდღიურობის გმირები Mzeo Bazadze, Mai Mai , Irina Nemsadze Bella Bell
აქვე დავამატებ ტრადიციულ ანგარიშებს
✅დანიშნულება > სფკ თავშესაფარი
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
#GE60BG0000000786573700