გუნდას ისტორია უნდა მოგიყვეთ. საოცრება ფისოს, რომელიც ყველანაირად გაწირეს ადამიანებმა, ჯანმრთელობა შეურყიეს…
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
გუნდას ისტორია უნდა მოგიყვეთ. საოცრება ფისოს, რომელიც ყველანაირად გაწირეს ადამიანებმა, ჯანმრთელობა შეურყიეს სამუდამოდ და მაინც ასეთი ნაზი, მიმნდობი და რბილი ხასიათის დარჩა 😞
გუნდა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მოხვდა მუნიციპალურ თავშესაფარში, უბედურ მდგომარეობაში, ვირუსზე და კანის დაავადებაზე სამკურნალოდ კი ჩვენმა Bella Bellმა წამოიყვანა სახლში.
ფისო იმდენად სუსტი იყო, ქუჩაში დაბრუნების შემთხვევაში ვეღარ გადარჩებოდა. გადმოვიყვანეთ სფკ თავშესაფარში, გაჩუქების იმედით. და დაიწყო გუნდას ქრონიკული პრობლემები : დაბალი ჰემოგლობინი რომელსაც 8 თვე მკურნალობთ ყველა არსებული საშუალებით, სისუსტე, პერიოდული უმადობა, ღვიძლზე და თირკმელებზე მიშველებაცჭირდება ხოლმე.
ბოლო პერიოდში გიორგი ქერეჭაშვილთან მოვათავსეთ ყოველდღოური მონიტორინგის მიზნით, თუმცა გაჯანსაღების გზაზე ვერ დავდექით მაინც..
მთავარი შოკი კიდევ წინ გველოდა თურმე. იმის გარდა რომ გუნდა აშკარად ყოფილი სახლის ფისოა, გაგდებული დიდი ალბათობით, სისასტიკის მახვერპლიც აღმოჩნდა..
ერთი კვირის წინ გადაღებულ რენტგენიის ფოტოზე 4 გაჭედილი ტყვია აღმოჩნდა მის სხეულში 😞😞😞
ერთი ტყვია თავის არეში, ერთი ფარისებრ ჯირკვალთან, კიდური და მკერდი….. ცალი თვალიც ამიტომ ქონია ცოტა ჩავარდნილი 😔
წარმოუდგენელია ამ არსებების ყოფიერება, რას გადიან , როგორ უძლებენ და კიდევ გვენდობიან .
გუნდას მუდმივად ჭირდება წამლები და სპეც საკვები. ერთი ქათქათა,ფარფატა გოგოა, სევდიანი ცისფერი თვალებით . ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ სანამ შეუძლია, იცხოვროს მხოლოდ სიყვარულში და ზრუნვაში, ის რაც მანამდე არ ქონია არასდროს !
ამ ეტაპზე მხოლოდ თქვენი თანადგომით თუ შევძლებთ გავაგრძელოთ თერაპია. კლინიკაში ვალებიც დაუგროვდა გუნდას 😔
ისევ თქვენი აქტიურობის იმედით ვარსებობთ 🙏🏻
ძალიან გთხოვთ, ჩარიცხვისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ
✅ გუნდა
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
#GE60BG0000000786573700