ქარ Donate

Stories · 2024

მიუ ბამბის ქულამ დიდი მადლობები გამოგიგზავნათ დახმარებისთვის 💓

TreatmentFood

This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.

მიუ ბამბის ქულამ დიდი მადლობები გამოგიგზავნათ დახმარებისთვის 💓
კნუტს დაუდასტურდა კანქვეშა პარაზიტი - ნოტოედროზი, ქონდა საშინელი ქავილი ((
თქვენი დახმარებით შევუძენთ ნექსგარდ კომბოს პატარა წონაზე, ასევე კუჭნაწლავის ფლორის მოსწესრიგებელ საშუალებებს და სპეც საკვებს. ქვითრებს კომენტარებში დავდებთ ⬇️
იმდია მალე ალაგდება და დალაგდება ყველაფერი 🙏🏻
ასევე ერთი გაფრთხილება 📣 არასდროს ენდოთ ვეტერინარისგან “თვალით დასმულ” დიაგნოზებს ! ერთერთ კლინიკაში ალერგია დაუდგინეს ასე თვალით კნუტს და დაარჭეს წამლები ☹️
რომ არ ჩავრეულიყავით სიტუაცია საშინლად დამძიმდებოდა.

ნებისმიერი კანის პრობლემის დროს ცხოველს, ისევე როგორც ადამიანს, ჭირდება კანის ანაფხეკის ანალიზი !

📣📣 თეთრი კნუტი მიუ ისევ ჩვენი მხარდაჭერის მოლოდინშია !
კუჭში გასვლა უჭირს და ექოსკოპია ჭირდება+ პროცედურა დასაცლელად. ფისო ტირის, წუხს .. ასევე კანზე აქვს პრობლემა და ანალიზია გასაკეთებელი 😔

თქვენი ჩართულობის გარეშე ვერ გავუმკლავდებით მეგობრებო ამდენი ბენეფიციარის პრობლემას, ძალიან მნიშვნელოვანია თითო ადამიანის ჩართულობა 🙏🏻
გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ დანიშნულებაში
✅ მიუ

მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

61 reactions31 comments6 shares View on Facebook →