12 მაისს, დასვენების დღეს, უსაყვარლეს კაფე მზიურში მურადას საქველმოქმედო დაბადების დღე იმართება 🎉🐾
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
12 მაისს, დასვენების დღეს, უსაყვარლეს კაფე მზიურში მურადას საქველმოქმედო დაბადების დღე იმართება 🎉🐾
წვეულების ფარგლებში მოხდება სფკ თავშესაფრის დახმარება, ფისოების სასეირნო,გარე ვოლიერის მოსაწყობად 💓
⬇️
“🐾 მურადა უკვე 9 წლისაა ჩვენთან ერთადაა — მზიურის განთქმული ბინადარი, ერთგული მეგობარი და თავგადაკლული ქველმოქმედი!
🎂 12 მაისს, 17:00 საათზე გეპატიჟებით მურადას ტრადიციულ საქველმოქმედო დაბადების დღეზე — სადაც სხვებზე ზრუნვა კიდევ ერთხელ გადაიქცევა ერთ დიდ, მზიურულ დღესასწაულად!
🎈 ღონისძიების ფარგლებში დაგხვდებათ:
– სახალისო საბავშვო აქტივობები
– ცუგების ტორტი და, რა თქმა უნდა, მურადას მეგობრები.
🎁 წელს მურადას დაბადების დღე კიდევ ერთ განსაკუთრებულ მიზანს ეძღვნება:
თბილისის ფისოების თავშესაფარი 10 წლის ხდება! 🎊 ეს ადგილი უკვე ათწლეულია ემსახურება მიუსაფარი ფისოების გადარჩენას, მკურნალობას, რეაბილიტაციას და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. 🐱
🏠 დღეს თავშესაფარში 40 ფისო ცხოვრობს, ერთ პატარა სახლში სადაც ჰაერივით სჭირდებათ დიდი სასეირნო ვოლიერი, რომ ბუნებრივ სივრცეში უსაფრთხოდ იარონ.
მასალების შესაძენად საჭირო თანხის შეგროვებაში ვეხმარებით მურადას სახელით! 🐈
დახმარების მსურველებისთვის ანგარიშები: 💛
🟠 საქართველოს ბანკი — ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
#GE60BG0000000786573700
📌გთხოვთ, გადარიცხვისას, დანიშნულებაში მიუთითეთ: მურადასკლუბი
♿️ სივრცე ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეებისთვის
#მურადასკლუბი
🔴 მერიის აუქციონის პირობები არ გამოქვეყნებულა. ვაგრძელებთ მუშაობას.