ქარ Donate

Stories · 2016

მეგობრებო,ცხოველთამოყვარულებო, ვისაც გული შეგვტკივა ვიცით რა უბედურების სეზონი დადგა.უამრავი დასახიჩრებული…

Rescue

This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.

‼️ მეგობრებო,ცხოველთამოყვარულებო, ვისაც გული შეგვტკივა ვიცით რა უბედურების სეზონი დადგა.უამრავი დასახიჩრებული და გადაყრილი ცხოველი გარშემო,სისასტიკე და უგულობა ადამიანების მხრიდან. ყოველ დღე ათობით ზარი შემოდის ბუნკერებთან ნაპოვნ ჩვილ კნუტებზე,არის ფაქტები დაცხრილული,,ნაცემი,ნაწამები კატების. გვწერენ და გვთხოვენ შევიფაროთ კატა ან კნუტი მხლოდ იმიტომ რომ ვიღაცას მისი ყოფნა არ მოსწონს საცხოვრებლ ადგილას და დაშავებით ემუქრებიან. დიდი ბოდიში. ან დავდგეთ მაგრად ჩვენი კომპანიონი ცხოველების დასაცავად ან ვთქვათ რომ ისევ ''ბუჩქებში უნდა ვიჯდეთ'' ჩვენი ფისოებით და ძაღლებით და თავი ვიმართლოთ მათი სიყვარულის გამო. რამდენი ცხოველი უნდა შეეწიროს კიდევ ზიზღს და ფობიას ,იმიტომ რომ ჩვენ პოლიციაში გვიტყდება დარეკვა ? და მერე ვის ვთხოვთ პრობლემის ვადაჭრას ? კომპანიონ ცხოველებს აქვთ ქუჩაში უსაფრთხოდ ცხოვრების უფლება. მითუმეტს რომ კარგად ვხვდებით ყველა ვერ დაბინავდება. ✅დაიცავი მათი უფლებები და გამოიძახე პატრული თუ -შენ შეესწარი ცხოველზე ძალადობის ფაქტს, თუ სხვა გემუქრება ცხოველის ლიკვიდაციით ან ძალადობით. დარეკე პატრულში თუ შენ იცი რომ ვინმე ზაურიმ კნუტები გადაყარა. 259-ე მუხლი გაძლევს ამის საშუალებას. ✅აამუშავე 259 - მუხლი ! ჯოჯოხეთი არის ეს - უმწეოს ჩაგვრა და უმოქმედობთ გამოწვეული ტკივილი. თუ კიდევ დაგვიმატებს რაიმე სასარგებლო ინფორმაციას რჩევის სახით იურისტი,მადლობელი ვიქნებით 🐾

25 reactions4 comments24 shares View on Facebook →