მძიმე სიტუაციაა წაიკითხეთ პოსტი და ვიფიქროთ გამოსავალზე. კანდელაკის ქუჩაზე ცხოვრობს ერთი პენსიონერი…
This story is only available in Georgian. Stories from the last year are translated into English.
მძიმე სიტუაციაა წაიკითხეთ პოსტი და ვიფიქროთ გამოსავალზე. კანდელაკის ქუჩაზე ცხოვრობს ერთი პენსიონერი ქალბატონი,რომელიც თავად კათარზისში იკვებება და ნარჩენებით ასულდგმულებს 20მდე კნუტს და რამდენიმე მოზრდილ კატას. სიტუაციას ართულებს ის რომ მოხუცი ვერ უვლის ამ ფისოებს,და ყველა ტიპის ინფექცია ერთად ჭირთ ამ საცოდავებს :ჩირქი თვალებში,ფაღარათი, სოკო და ა.შ.ყოველ საღამოს მოხალისეები ბელა და ქეთი დადიან მოხუცთან სახლში და 2 საათის განმავლობაში უტარებენ მკურნალბას,რაც შეუძლიათ,წვეთები,ნემსები და ასე შემდეგ. საცხოვრებელი გარემო არის დაბინძურებული. ამდენი ავადმყოფი თავმოყრილია ერთად,არადა ულამაზესი კნუტები არიან. გუშინ ერთი ყველაზე დსუსტებული თეთრი ფისო გარდაცვლილი დახვდათ გოგოებს.. რამე თუ არ მოვიფიქრეთ ყველას იივე ბედი ელის. პირველ რიგში გვჭირდება პეპარატები,ანტიბიოტიკები,ნემსები,ასევე ბახილები,ხელთათმანები,ხალათი,რადგან ჩვენ სხვა ჯანმრთელ ფისოებს ვერ ჩავაგდებთ დაინფიცრების საფრთხეში. მდედრი კატები უნდა ასტერილდნენ სასწრაფოდ ! რომ ამ ცოდვის ბუდემ შეწყვიტოს არსებობა სადაც ცხოველები უბრალოდ ტანჯებიან. მხოლოდ ჭერი თავზე და საკვები არ არის საკმარისი ცხოველის ნორმალურდ ყოფისთვის. ველით გამოხმურებას და მხარდაჭერას. მარტონი უძლური ვიქნებით..
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
ს/კ: 400150322
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი -BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: GE60BG0000000786573700 /GEL
Emoney 384 031 379 davit margishvili