EN დაგვეხმარე

ჩვენ შესახებ

ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი — მოხალისეების გაერთიანება, რომელიც მიუსაფარ კატებს ეხმარება.

11 წელიარსებობს სფკ თავშესაფარი
40მუდმივი ბინადარი კატა
1 753ისტორია 2015 წლიდან
99.7Kწევრი ჯგუფში, 2011 წლიდან

რას ვაკეთებთ

  • ვმკურნალობთ ქუჩაში ნაპოვნ დაშავებულ და ავადმყოფ კატებს — ოპერაციები, ანალიზები, ხანგრძლივი მკურნალობა.
  • ვასტერილებთ. გასტერილების შემდეგ მიუსაფარი ფისოები პოსტოპერაციულ პერიოდს ჩვენს თავშესაფარში უფასოდ გადიან.
  • ვიფარებთ მათ, ვისაც ქუჩაში დაბრუნება არ შეუძლია — სფკ თავშესაფარში 40 მუდმივი ბინადარია.
  • ვუძებნით ოჯახს ან, თუ ასე ჯობია, ვაბრუნებთ ისევ მიკედლების ადგილას.

როგორ ვარსებობთ

სხვა ფინანსური წყარო არ გვაქვს და დაფინანსება არასდროს გვქონია. თავშესაფრის ქირა, მკურნალობა და საკვები მთლიანად თქვენი შემოწირულობებით და მოხალისეების შრომით იფარება.

ყოველ ისტორიას ფეისბუქზე ვაქვეყნებთ — ნახე ისტორიების არქივი.

დაგვიკავშირდით