როგორ დაგვეხმარო
ყოველი დახმარება — თანხა, გაზიარება თუ ფისოს აყვანა — ვიღაცის გადარჩენას ნიშნავს.
შემოწირულობა
ჩარიცხე კლუბის ანგარიშზე. დანიშნულებაში მიუთითე, ვის ეხმარები — ფისოს სახელი ან ისტორია, რომელიც წაიკითხე. ასე თანხა ზუსტად იქ მივა, სადაც გინდა.
- თავშესაფრის ქირისთვის — დანიშნულება სფკ ქირა
- კონკრეტული ფისოსთვის — მისი სახელი (მაგ. პეჟო)
გაზიარება
ბევრ ფისოს გადარჩენა ერთი გაზიარების დამსახურებაა. ჩვენი ისტორიები ფეისბუქ გვერდზე ქვეყნდება — გაუზიარე მეგობრებს.
აყვანა
ნამკურნალები ფისოები ოჯახს ეძებენ — ნახე სია და მოგვწერე Messenger-ში.
საკვები და სხვა
თავშესაფარს მუდმივად სჭირდება საკვები. თუ საკვებით ან სხვა ნივთით დახმარება გინდა, მოგვწერე — შევთანხმდებით, როგორ გადმოგვცე.