ძალიან გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს პოსტი,რომელიც ეხება კნუტებს. ყველამ კარგად ვიცით რა საშინელი სეზონი…
ძალიან გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს პოსტი,რომელიც ეხება კნუტებს. ყველამ კარგად ვიცით რა საშინელი სეზონი დადგა,გაუბედურებული,გადაყრილი,ავადმყოფი კნუტების. თავშესაფარში 17 კნუტია,რომელთა გაჩუქებაც გვიჭირს უკვე. ასევე არიან კატები რომლებიც გადიან მკურნალობას, მათზე ყუოველდღიურად ვზრუნავთ ორი ადამიანი ძირითადად.ორგანიზაციის წევრები ასევე ვართ აქტიური შემფარებლები. ყველას გვყავს ახლა კნუტი სახლში. არ ვტირით ამის გამო და გაყრით არ ვიმუქრებით მიუხედავად იმისა რომ ზეგადატვირთული გრაფიკი გვაქვს. დღეს ჩემზე ფაქტიურად 'ტერაქტი' განხორციელდა. კორპუსში სახლთან დამისვეს ჩვილი კნუტი. აი ასე მოიყვანეს და უტიფრად დატოვეს სადარბაზოში ბედის ანაბარა. დროზე რომ არ ჩამევლო აიღებდნენ და გადასვავდნენ ისევ გარეთ. აი ასეთ საზოგადოებაში გვიწევს მუშაობა. ახლა მინდა ორგანიზაციის სახელით განვაცხადო - კნუტების მიღება შეწყვეტილია,სანამ არ დაბინავდებიან უკვე შეფარებულები. ასე თუ გაგრძელდა პასუხისმგებლობის უტიფრად გადაბარება,საერთოდ შევწყვეტთ არსებობას როგორც თავშესაფარი. ვინც არ იცის შევახსენებ რომ ფისოების თავშესაფარი არის ჩვენი დროის,ენერგიის,ნერვებისა და ნაწილობრივ პირადი ფულის ხარჯზე არსებული მოხალისეობრივი სტრუქტურა. ერთი წლის განმავლობაში, ყოველდღიური12 საათიანი,უსასყიდლო შრომის ხარჯზე გადარჩენილი,გასტერილებული და გაჩუქებული ფისოების სიაც ლოგიკურდ დაიხურება. ძალიან ვთხოვთ ყველას,კარგად გაიაზროს სიტუაციის სირთულე, შეადაროს ჩვენი რესურსები და დღევანდელი მოცემულობა ქალაქში. პასუხისმებგებლობა უნდა გადანაწილდეს. სხვანაირად არაფერს აზრი აღარ ექნება...
დიდი მადლობა ყველა შემომწირველს და გულშემატკივარს. და სირცხვილი მას ვინც დღეს კნუტი მომისვა ასე უსინდისოდ !
