EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2016

იოსებიძის ქუჩის კნუტებზე ვისაც აინტერესებს. მესამე დღეა რაც ვიკრიბებით მოხალისეები კნუტების სამკურნალოდ.…

იოსებიძის ქუჩის კნუტებზე ვისაც აინტერესებს. მესამე დღეა რაც ვიკრიბებით მოხალისეები კნუტების სამკურნალოდ. შევიძინეთ,მოგვაწოდეს საჭირო პრეპარატები,ვიყიდეთ საკვები,დღეს საღამოს ფოტოები ვერც გადავიღეთ იმდენი გვარბენინეს მთელი საღამო, მკურნალობა ჭირდება 10 კნუტს რასაც ჩვენ ვხედავთ. აქედან ორი ვერაფრით დავიჭირეთ. ქვემოთ ნახავთ სარდაფის ფოტოს სადაც კნუტები ცხოვრობენ... გვინდა აქედან ამოყვანა ისე რომ ვეღარ დაბრუნდნენ,რაც ასევე რთული მოსაფიქრებელია გარემო ფაქტორების გამო. ორ კნუტს სავალალო მდგომარეობა აქვს თვალებზე და ვეტერინართან უნდა წავიყვანოთ. ერთს ამოღება დაჭირდება თვალის. დიდი მადლობა მათ ვინც შემოწირულობის სახით გვეხმარება,ასევე ვინც ფიზიკურად ამოგვიდგა მხარში და განსაკუთრებით ანას,რომელიც დღეში სამჯერ უტარებს პროცედურებს კნუტებს დამხმარეებთან ერთად.. ყველა გაკრვირვებული გვიყურებს გარშემო,ზოგი აღფრთოვანებულია ნანახით,ზოგს უკვირს,ზოგს კი უბრალოდ ყველა ცხოველის მოშორება უნდა..
კარგი ის არის რომ ნაკლები ჩირქიანი გამონადენი აქვთ უკვე. და თვალებსაც ვუხსნით..თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა

26 რეაქცია2 კომენტარი1 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →