EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2026

კარგი, პატარა დიდი ამბებიც ხომ უნდა გაგიზიაროთ ხოლმე 💜

კარგი, პატარა დიდი ამბებიც ხომ უნდა გაგიზიაროთ ხოლმე 💜

ეს კნუტა მომაკვდავი იპოვეს პლეხანოვზე ნოემბერში. 1000 გამვლელიდან მხოლოდ ერთმა ადამიანმა ვერ მიატოვა, მოკიდა ხელი და სამუდამოდ შეცვალა ფისოს ცხოვრება უკეთესობისკენ 📣🙏🏻🙏🏻🙏🏻

კნუტი შეიფარეს ზოომაღაზიის საპირფარეშოში. გადაციებული და სუსტი იყო, ვერ ჭამდა. ეტყობოდა ვირუსის ნიშნები..

როგირც კი მოგვწერეს ამ სიტუაციაზე, დავდეთ პოსტი ,მის დასახმარებლად შევაგროვეთ ანალიზები/მკურნალობის თანხა.
ფისო სწრაფად წამოყვა გამოჯანმრთელების გზას და ასევე მალე გაჩუქდა 🙏🏻

მორჩენილი თანხა კი დავტოვეთ მის ბალანსზე მომავალი სტერილიზაციისთვის ❣️

გავიდა თვეები და აი ეს დღეც მოვიდა.
ფისუკა გასტერილდა და თავს მშვენივრად გრძნობს ✨✨✨

მისია დასრულებულია ✅ თქვენი დახმარებით და ხელშეწყობით.

არ შეგვიძლია განსაკუთრებული მადლობა არ ვუთხრათ ქალბატონ ლანა მდინარაძეს, რომელმაც არ მიატოვა სხვა 1000 გამვლელივით და ბოლომდე იზრუნა კნუტზე. პატრონიც მოუძებნა და სტერილიზაციაც დროულად დაორგანიზდა 🙏🏻

ეს არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა .

ეს არის მაგალითი, როცა “თავს იწუხებ” სხვისი სიცოცხლისთვის და კეთილდღეობისთვის.

ტოტალურ გულგრილობაში, ასეთი გულებით და გონებით ანთია ამ სამყაროში სიკეთე ჯერ კიდევ 💖

35 რეაქცია3 კომენტარი4 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →