EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2026

დღეს სფკ თავშესაფარში ბოლო 3 კგ საკვებს გავხარჯავთ და ხვალიდან აღარ აქვთ ფისოებს..

თავშესაფარისაკვები

დღეს სფკ თავშესაფარში ბოლო 3 კგ საკვებს გავხარჯავთ და ხვალიდან აღარ აქვთ ფისოებს..
ხშირად არ გაწუხებთ ხოლმე, არის ბედნიერი პერიოდები როცა გვსტუმრობენ ფერიები და ჩუქნიან საკვებს ფისოებს ✨ ძირითადად კი შეძენა გვიწევს.

2 ტომარა საკვებს 10 დღემდე ვამყოფინებთ ამ ეტაპზე. კვირაში 2-3ჯერ სველი კვებაც აუცილებელია.

ახლა დავალიანება გვაქვს წინა კვირის 255.

ახალი რომ ავიღოთ, ასევე გვჭირდება 255 ლარი.

სკველ კვებაზე დაველოდებით ისევ ფერიებს ✨✨✨

რომ იცოდეთ როგორ უხარიათ ფისოებს სტუმრები თავშესაფარში, მოფერება, ურთიერთობა, თამაში და თან გემრიელი ქეიფი 💞
ერთხელ თუ გამოცდით ამ პროცესს, არასდროს დაგავიწყდებათ 💖

სტუმრების ფოტოები გადაღებულია სხვადასხვა თვეებში, დიდი მადლობა მათ ამ ზეიმებისთვის 💚
Rufus The Churchill Mari Tsereteli Cat ხათუ ლორია Ana Chkhaidze @Tinatin Chavchanidze
Tamo Akubardia
თუ ვინმე გამოგვრჩა არ გვიწყინოთ, კომენტარებში დაწერეთ ან ფოტო დადეთ 🙏🏻

მანამდე კი თქვენი კეთილი გულების იმედით ვართ 🙏🏻🐾
დანიშნულება აუცილებელია
✅ სფკ თავშესაფარი

BOG
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

20 რეაქცია17 კომენტარი6 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →