EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2016

გუშინ მრგვალი ბაღის ტერიტორიიდან ღამით აყვანილი ფისო დღეს გარდაიცვალა. კლინიკაში ყველა პროცედურა ჩაუტარდა…

გუშინ მრგვალი ბაღის ტერიტორიიდან ღამით აყვანილი ფისო დღეს გარდაიცვალა. კლინიკაში ყველა პროცედურა ჩაუტარდა მაგრამ უბრალოდ უკვე ძალიან გვიანი იყო.. კატა იყო ასაკიანი, ცალი თვალი გადაგვარებული ქონდა და ჩირქით სავსე,სუნთქვა გართულებული, ძალიან ცუდი ფეკალიები ,ტემპერატურა არ ეზომებოდა. ვირუსები,ცუდი კვება, გაუწყლოება,დაავადებები და ვინ იცის კიდევ რა მოხდა მის თავს - ეს არის ქუჩაში მცხოვრები ცხოველის ცუდი მაგალითი,როცა არც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას და არც მზრუნველი ადამიანი გამოჩნდა დროულად კონკრეტულ შემთხვევაში. ასაკის გამო "ბაბუ" დავარქვით ფისოს,ის არც კასტრირებული ყოფილა და არც ვაქცინირებული. თუ ვინმემ ამოიცნო ფისო აქვე დავწერთ რომ ქობულეთის ქუჩიდან წამოვიყვანეთ სადაც ნახეს ძირს მწოლიარე მომაკვდავი, მის შესახებ ვერავინ მოგვცა დამატებით ინფორმაცია. ბაბუ იტანჯებოდა გადაგვარებული თვალის შედეგად დაგროვილი ჩირქით (ამას დამატებული სხვა მძიმე გარემოებები) მაგრამ ის უბრალოდ არ შეუმჩნევიათ აქამდე..
მადლობა თინათინს შენგელიას რომელმაც აანაზღაურა ვეტ.მომსახურების ხარჯები და გვერდში იყო.

28 რეაქცია3 კომენტარი4 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →