2016 წლის საინტერესო ისტორიები გვინდა მოგიყვეთ მეგობრებო. ის რაც ერთად შევძელით, ჩვენი შრომით და თქვენი…
2016 წლის საინტერესო ისტორიები გვინდა მოგიყვეთ მეგობრებო. ის რაც ერთად შევძელით, ჩვენი შრომით და თქვენი დახმარებით. ეს შავტუხა კატა-ბუ არის ფისომოყვარულთა კლუბის თავშესაფრის ყოფილი ბინადარი. 2015 წლის ოქტომბერში,გვაცნობეს დიღმის ტერიტორიაზე ოჯახიდან გამოსმული კნუტის შესახებ. ჩვენმა მეგობარმა მოხალისე Gipsy Gioმ ველოსიპედით მოახდინა ადგილების დათვალიერება და რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვა - სასაჩუქრე პაკეტი და შიგნით კნუტი.ფისო გადმოვიყვანეთ თავშესაფარში, ანალიზების შედეგად დაუდგინდა სოკო და კანქვეშა ტკიპა. ასევე მოუწესრიგებელი კუჭ-ნაწლავის მოქმედება. დაიწყო მკურნალობის ხანგრძლივი კურსი, ჩვენი ლამაზი ბუ გაიპარსა და იზოლირებულად მოთავსდა კარანტინში. ნელ-ნელა ჩვენი პაციენტი ნამდვილ,ულამაზეს სპარსელ პრინცად გადაიქცა ! 2016 წლის ზამთარში კი როცა ყველა პრობლემა მოვაგვარეთ,ფისო მსურველების დიდი კონკურენციის ფონზე გაშვილდა. კარგია მოღალატე პატრონის დაკარგვა მითუმეტეს მაშინ როცა მეორე შანსი - Leon Kodua-სავით მზრუნველი ადამინია ! ძალიან გვაბედნიერებს აწ უკვე ოზის ფოტოების ნახვა, მაშინ როდესაც პატარამ გამოიარა ჯერ ბაზრობზე გაყიდვა, შემდეგ ქუჩაში გადაგდება და თავშესაფარში 4 თვიანი ცხოვრება. გმადლობთ💕🐾