ეს არის ფისო რომელსაც სახლიდან უშვებდნენ,იმიტომ რომ დროულად არ გაუკეთდა კასტრაცია, პატრონები არ იყვნენ…
ეს არის ფისო რომელსაც სახლიდან უშვებდნენ,იმიტომ რომ დროულად არ გაუკეთდა კასტრაცია, პატრონები არ იყვნენ საკმარისად ინფორმირებულები იმაზე რაც მოყვებოდა ამ "თავისუფლებას", ვერ გაეგოთ რატომ გახდა კატა აგრესიული და კბენდა ბავშვებს, ღიზიანდებოდა ხმაურზე,არაადეკვატურად იქცეოდა,ყველაფერს ნიშნავდა, როგორც უმრავლეს შემთხვევაში ,მათაც გადაწყვიტეს გაჩუქება. ჩვენ გვქონდა ვრცელი საუბარი იმაზე თუ როგორი სტრესი იქნებოდა ახლა 1 წლის კატისთვის გაჩუქება.რომ შეიძლება საერთოდ გაქცეულიყო ახალი ადგილიდან და დაკარგულიყო. ვთხოვე რომ შეეცვალა სიტუაცია კატის და მათ სასარგებლოდ ერთდროულად. შემდეგ ქალბატონმა მომწერა რომ ფისოს კასტრაციაზე დაითანხმა ოჯახის წევრი. ცოტა დამშვიდდი. მინდა დავფიქრდეთ ყველა, რა უფრო მნიშვნელოვანია - საკუთარი კატის სექსუალური ცხოვრება რომელიც მხოლოდ გამრავლების ინსტინქტზე დგას და არ ახლავს თან ემოციები,გრძნობები ისე როგორც ადამიანებში, თუ საკუთარი კატის დიდხანს,მეტად უსაფრთხოდ კარგად ყოფნა. მე მეორეს ვირჩევ.
ეს კიდევ კარგი შემთხვევაა. ადამიანი შეწუხდა,გარკვევა სცადა. ძალიან ბევრ ფისოს ისე მოისვრიან სულ ვერ გავიგებთ,მათ შორის თქვენ და ჩვენ გაჩუქებულებსაც. ამიტომ ვცდილობთ თავშესაფრიდან სტერილურ-კასტრირებულების გაშვილებას. კატას მეტი შანსი რჩება იყოს პატრონიანი ბოლომდე. ასეთ პირობებში მამების,ქმრების,ძმების თუ დედების პოზიცია - არ გაასტერილო , მხოლოდ ახირებად რჩება და მოკლებულია პრობლემის რეალურად აღქმას. ვისაც როგორ უნდა ისე მოიქცეს- ოღონდ ცხოველის სასარგებლოდ. მე ვიცი რომ კიდევ ერთი ფისო გადარჩება ქუჩის უბედურებას კასტრაციის ხარჯზე.
ყოველდღიურად ვიღებთ ამ ჯგუფის ადმინები,ორგანიზაციის წევრები წერილებს სადაც არ იციან როგორ მოაგვარონ უკონტროლოდ გამრავლებული ცხოველების კვების,გაჩუქების, მკურნალობის პრობლემა, რისი სათავეც არის სტერილიზაციის ან შეგნებულად უარყოფა,ხშირ შემთხვევაში არ ცოდნა და ყველაზე იშვიათად უსახსრობა, რადგან ალბათ დამეთანხმებით რომ თავის დროზე 1-2 კატის გასტერილება ბევრად იაფი გამოდის ვიდრე 20ის კვება ყოველდღიურად.
წარმატება ვუსურვოთ ამ ფისოს და მის ოჯახს 💕
